Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
04 მარ 2024

გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის ხელმისაწვდომი: მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიღწევებსა და მომავალ გამოწვევებზე

2024 წლის 29 თებერვალს, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების, მთავრობის, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ თბილისში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.

კონფერენციამ შექმნა სივრცე - კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან საკითხებზე - მონაწილეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. 70-მა მონაწილემ მიმოიხილა საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, იმსჯელა მიღწევებზე და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკაზე, მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა გახსნა. „დღევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეთა დიდი რაოდენობა აჩვენებს საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისკენ და ეს გზა საჭიროებს ძლიერ, დამოუკიდებელ, სანდო სასამართლოს, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. ამერიკის შეერთებული შტატები USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო რეფორმას“ - განაცხადა მან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ისაუბრა წარმატებულ სტრატეგიული სამართალწარმოების საუკეთესო მაგალითებზე, სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების მნიშვნელობასა და როლზე, შექმნას მეტად სამართლიანი საზოგადოება.

კონფერენციის მსვლელობისას, საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიული განვითარების და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლონდა ბიჭიკაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების როლზე სასამართლოს გზით საკითხების გადაწყვეტაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინსვლისთვის.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტში რატი იონათამიშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ხაზი გაუსვეს სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევის აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს რომ მათი ხმა ისმოდეს მართლმსაჯულების სისტემაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ეკა ზარნაძემ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელმა თამარ გაბოძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ნინო მელაძემ ისაუბრეს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, ხოლო უფლებები საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ მკერვალიშვილმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე სიჭინავამ ხაზი გაუსვეს ძირითად მიღწევებს ქალთა ულებების დაცვის სფეროში.

ბოლო სესიაზე მომხსენებლებმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ ღავთაძემ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვაჭაძემ ყურადღება გაამახვილეს უმცირების უფლებებზე, მიმოიხილეს ძირითადი მიღწევები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები.

კონფერენციაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე, მათ შორის - ბავშვთა, ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები