Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 თებ 2024

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სტიპენდიანტი წარმოგიდგენთ კვლევას მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ

2024 წლის 27 თებერვალს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ოფისში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) მხარდაჭერით გაიმართა სემინარი თემაზე: მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობები და გამოწვევები.

მაგდა ბერუაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარმა კონსულტანტმა/მოსამართლის თანაშემწემ და პროგრამის მიერ დაფინანსებული სასამართლოს თანამშრომელთა სასტიპენდიო ფონდის გამარჯვებულმა, იურიდიული დახმარების სამსახურის, GBA-ს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და აკადემიის 55 წარმომადგენელისათვის გამართა პრეზენტაცია მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე მიესალმა დამსწრეებს და განმარტა, რომ სასამართლოს თანამშრომელთა სასტიპენდიო ფონდი, სასამართლოს პერსონალის ცოდნისა და უნარების ამაღლებას სასამართლო ადმინისტრირების გაუმჯობესების, მართლმსაჯულების მისაწვდომობისა და სასამართლო სისტემაში საზოგადოებაზეორიენტირებული პრაქტიკის გაძლიერების მიზნით.

მის შემდეგ, ზვიად გაბისონიამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხელოვნური ინტელექტის სამართლის ექსპერტმა, მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და შესაძლებლობები. პრეზენტაციისას მან აღნიშნა, რომ "AI-ზე მომუშავე სისტემებს შეუძლიათ გაამარტივონ სამართლებრივი პროცესები, გააუმჯობესონ მონაცემთა ანალიზით გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მართლმსაჯულებაზე წვდომა რუტინული ამოცანების ავტომატიზაციის გზით. თუმცა, ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ალგორითმული სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში თანდაყოლილი მიკერძოებების შერბილება მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის“.

თავის პრეზენტაციაზე ქალბატონმა ბერუაშვილმა განმარტა სხვადასხვა მოდელები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელოვნური ინტელექტის ასამოქმედებლად მართლმსაჯულების სისტემაში. მან მოიყვანა მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის პროგრამები მსოფლიოს სასამართლოებში. მან ასევე განიხილა ეთიკური მოსაზრებები AI-სთან დაკავშირებით.

სემინარის ბოლო სესიაზე განხილული იყო „კვალიფიცირებული ელექტრონული ხელმოწერების“ სამართლებრივი მნიშვნელობა, ასევე ელექტრონული კონტრაქტების დადებითი და უარყოფითი მხარეები საქართველოს კანონმდებლობით.

მონაწილეებმა ბევრი შეკითხვა დაუსვეს მომხსენებლებს. მათ სურდათ გაეგოთ, შესძლებდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი დანაშაულის ელემენტების ამოცნობას და არსებობდა თუ არა მიკერძოების რისკი მის შეფასებებსა და განსჯაში. მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის ისეთ სფეროებში გამოყენების შესახებ, როგორიცაა სამომხმარებლო შეთანხმებები და ელექტრონული დავების გადაწყვეტა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები