Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 ივნ 2022

ქალთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის წევრი მოსამართლეები სტუდენტებს შეხვდნენ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ხაჟომია, თამარ ლაკერბაია და ირაკლი კოპალიანი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ ქალთა უფლებების სფეროში აქტუალური საკითხების განსახილველად.

შეხვედრა მოსამართლეების თამარ ხაჟომიასა და თამარ ლაკერბაიას ინიციატივით, სამართლის უზენაესობის პროგრამის ქალთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფში ჩართულობის ფარგლებში გაიმართა. მოსამართლეებმა შეკრებილ აუდიტორიას გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკა და გამოწვევები საქართველოში ქალთა უფლებების სფეროში.

შეხვედრას 55-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო, რამაც მათ საშუალება მისცა მოსამართლეებისგან გასცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქალთა განათლებისა და პროფესიული განვითარების უფლება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისკრიმინაციის შესახებ არსებული სასამართლო პრაქტიკა, განათლების მნიშვნელობა სექსუალური შევიწროების პრევენციაში, რეაგირება სექსუალური შევიწროების დროს და მამაკაცთა როლი ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაში.

შეხვედრის დასაწყისში, საბაუნის რექტორის მოადგილემ და საბაკალავრო პროგრამების დირექტორმა, დიმიტრი გეგენავამ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელ, გიორგი ჩხეიძესთან ერთად სტუდენტებს მიმართა.

დიმიტრი გეგენავამ ხაზი გაუსვა ამ ტიპის დისკუსიების მნიშვნელობას, რამდენადაც ეს ეხმარება ახალგაზრდა იურისტებს, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები, რაც იურიდიული კარიერის საწყის ეტაპზე განსაკუთრებულად გამოადგებათ. მან მზადყოფნა გამოხატა მომავალშიც ითანამშრომლოს USAID პროგრამასთან მსგავსი ინიციატივების განსახორციელებლად.

„ქვეყანამ უკვე ბევრს მიაღწია სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თუმცა წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს, რომელიც გამოწვევებითაა სავსე. ხუთი წლის მანძილზე, სამართლის უზენაესობის პროგრამა, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მხარს დაუჭერს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და კარიერული განვითარების ხელშემწყობი უნარების დახვეწის მიზნით“ - თქვა გიორგი ჩხეიძემ სტუდენტებთან საუბრისას, „ჩვენი პროგრამისთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ სასამართლო სისტემა და ინდივიდუალური მოსამართლეები. სხვა, ტრადიციული ტიპის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ პლატფორმები, მოსამართლეთა პრაქტიკის ჯგუფების სახით, რომელთა წარმომადგენლები (თამარ ლაკერბაია და თამარ ხაჟონია) დღეს აქ არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯგუფები კარგი საშუალებაა პროგრამა დაეხმაროს მოსამართლეებს და ზოგადად, იურიდიულ სექტორს, მათ შორის პრაქტიკოს იურისტებსა და სტუდენტებს“, დასძინა მან.

დისკუსია თითქმის სამ საათს გაგრძელდა, რამაც საშუალება მისცა სტუდენტებს მეტი გაეგოთ უახლესი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ, განეხილათ მიმდინარე გამოწვევები და სასამართლო პრაქტიკა ოჯახური ძალადობის გარშემო, ასევე გაეზიარებინათ საკუთარი რეალური გამოცდილებები და მიეღოთ კვალიფიციური პასუხები და რჩევები მოსამართლეებისაგან.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები