Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 დეკ 2022

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული დაიწყო

დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა - ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა, რომელიც საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აერთიანებს. კვირეულის დღის წესრიგი ეხმიანება ადამიანის ადამიანის უფლებათა გლობალური კამპანიის მთავარ გზავნილს - ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის! - რომლის ფარგლებშიც 30-მდე საჯარო დისკუსია და შეხვედრაა დაგეგმილი. კვირეული ტარდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით.

გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე - რუსეთ-უკრაინის ომი და ადამიანის უფლებები.

კვირეულის დასასრულს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს [10 დეკემბერი], საუნივერსიტეტო კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტები ტრადიციულად გამოავლენენ და დააჯილდოვებენ 2 კანდიდატს, ადამიანის უფლებების დაცვასა და ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

მონაწილე უნივერსიტეტებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.

„ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული 2014 წლიდან ტარდება და USAID მისი განუხრელი მხარდამჭერია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო გარემოში აკადემიური კვლევისა და დისკუსიის გაძლიერება ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სწორი ღირებულებების დამკვიდრებას.“ - გიორგი ჩხეიძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი.

2022 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები