Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 დეკ 2022

2022 წლის ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული დასრულდა

ადამიანის უფლებათა დღე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა ყოველწლიური აკადემიური კვირეული ჩატარდა, რომელიც დასრულდა ცერემონიით, სადაც პირები დაჯილდოვდნენ ორ კატეგორიაში: უფლებადამცველი და მეცნიერი, რომელმაც წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებათა მეცნიერების განვითარებაში.

წელს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დაჯილდოების კომიტეტის ერთიანი გადაწყვეტილებით, უფლებადამცველის ჯილდო ირაკლი ბებუას გადაეცა. საქართველოს მოქალაქე ბ-ნ ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის მცდელობისთვის. 2020 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდა, ბატონმა ბებუამ გალის რაიონის კულტურის სახლის ფასადზე დამაგრებული დროშის დაწვა სცადა. ბატონი ბებუა ამჟამად სასჯელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იხდის, ამიტომ ჯილდო დედას გადაეცა, რომელმაც მონაწილე უნივერსიტეტებს შვილის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა. 

ადამიანის უფლებათა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერის ჯილდო ავთანდილ დემეტრაშვილს გადაეცა. პროფესორი დემეტრაშვილი იყო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და პრეზიდენტი. ის არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის ემერიტუს პროფესორი. თავისი გამორჩეული მოღვაწეობით პროფესორმა დემეტრაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ადამიანის უფლებათა მეცნიერების განვითარებაში. ჯილდო მისმა ქალიშვილმა სოფიო დემეტრაშვილმა მიიღო და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტებს, მამის მეცნიერებაში შეტანილი წვლილის და მრავალწლიანი პროფესიული მუშაობის აღიარებისთვის.

2022 წლის 2 დეკემბერს, დაიწყო ადამიანის უფლებათა კვირეული 2022 და მასში მონაწილეობდა თხუთმეტი უნივერსიტეტი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გორი) და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ზუგდიდი). კვირეულის დღის წესრიგი მოიცავდა 30 საჯარო დისკუსიას და შეხვედრას, რომელთაგან ყველა ეხმიანებოდა ადამიანის უფლებათა გლობალური კამპანიის მთავარ გზავნილს: „ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის!“

პირველად რვა წლის განმავლობაში, რაც ადამიანის უფლებათა კვირეული იმართება, გახსნის ცერემონია რეგიონულ უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კვირეული გახსნა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დეკანმა რევაზ ხოფერიამ, რომელმაც კვირეულის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებამ, ასევე მოუსმინა USAID სამართის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძეს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი სოსიაშვილს და მონაწილე უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს.

გახსნის ცერემონიას მოჰყვა პანელური დისკუსია რუსეთ-უკრაინის ომსა და ადამიანის უფლებებზე. მომხსენებლები იყვნენ რაულ ჩილაჩავა, დიპლომატი, მეცნიერი, თარჯიმანი, პოეტი, ჟურნალისტი; ნანა მჭედლიძე, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი და ევროპის ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი; და თამარ თომაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

შეხვედრას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი. მომხსენებლებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და სამხედრო დანაშაულებებზე, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა და სჩადის უკრაინაში, ასევე სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, რომლიც უკრაინას შეუძლია გამოიყენოს დარღვეული უფლებების აღსადგენად. შეხვედრის შემდეგ მომხსენებლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები