Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 19 დეკ, 2023

ადვოკატები და მოსამართლეები აჭარიდან და იმერეთიდან მსჯელობენ საქართველოს სასამართლოების გადატვირთულობის შესახებ

2024 წლის 27 იანვარს, ახალციხეში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან (GBA) თანამშრობლობით გამართა პრეზენტაცია და დისკუსია 25 ადვოკატსა და მოსამართლის თანაშემწეს შორის, სასამართლოში საქმეების განხილვის შესახებ.

დისკუსის მსვლელობისას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრმა - სოფიო სოხაძემ  და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა - თამთა დევდარიანმა წარმოადგინეს პროგრამის მიერ დაფინანსებული GBA - ის მიერ მომზადებული ნაკადების მართვასთან დაკავშირებული კვლევა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მოიცავდა 2020 და 2021 წლებს, მისმა პრეზენტატორებმა გამოთქვეს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კვლევამ ზუსტად ასახა შემთხვევათა დატვირთვის საგანგაშო ტენდენცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

GBA-ს კვლევის მიხედვით, 2020 წლიდან 2021 წლამდე, საქართველოს სასამართლოების მიერ განხილული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა 116,310-დან 148,436-მდე გაიზარდა, რაც 22%-იანი მატების მაჩვენებელია. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობაც.

მრგვალი მაგიდის დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს კოლექტიური მოსაზრება, რომ სასამართლოში საქმეების რაოდენობა კვლავ იზრდება და სასამართლოს კალენდარი ჩანიშნული საქმეებით კვლავ გადატვირთულია. მათი აზრით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს ახალციხეში მოსამართლის სამი პოზიცია კვლავ ვაკანტური რჩება და სასამართლოში დანიშნული ოთხი მოსამართლიდან სამი მაგისტრატი მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებს.

იურისტების აზრით, სასამართლოში სპეციალიზაციის ნაკლებობა ასევე გავლენას ახდენს საქმეების მიმდინარეობაზე, რადგან მოსამართლეებს, რომლებიც არ იცნობენ კანონის სპეციალიზებულ სფეროებს, მეტი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულის გარდა, რეგიონში საფოსტო სერვისი იმდენად არასანდოა, რომ ხშირად ვერ აწვდის სასამართლო შეტყობინებებს სამართალწარმოების მხარეებსა და სხვა მხარეებს, რაც უფრო მეტ შეფერხებას იწვევს.

მონაწილეებმა აღნიშნეს სასამართლოს მოდერნიზაციის პროცესის ნათელი მხარეებიც. მათი შექება დაიმსახურა ადგილობრივი სასამართლოს მიერ დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით საქმეთა განხილვამ, რაც მხარეებს დროსა და ფინანსების უზოგავს.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები