Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 დეკ 2023

ადვოკატებმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სასამართლოს ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს

არასამთავრობო ორგანიზაციების პრევენცია პროგრესისთვის და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით, 2023 წლის 17 დეკემბერს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მსჯელობის მიზნით, მარნეულში ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა.

კერძო სექტორის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სამოქალაქო საზოგადოების იურისტებმა საქმის განხილვის დროს უზრუნველყოფილი თარგმანის ხარისხის პრობლემასა და სასამართლოში საქმის განხილვის ვადების გაჭიანურებაზე ისაუბრეს. ასევე აღინიშნა, რომ  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეები აღკვეთის ღონისძიების განხილვისას უფრო მკაცრ მიდგომებს იყენებენ, ვიდრე ის მოსამართლეები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სისხლის სამართალში.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ადრეული ქორწინების საქმეებზე რეაგირებისას სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტიანობაზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ე.წ. “ნიშნობის” (ოჯახებს შორის შეთანხმება ბავშვთა ქორწინებაზე) კრიმინალიზაცია ბავშვთა უფლებების დასაცავად. ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მედიაციის შესახებ ქვემო ქართლის მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი დაბალია.

შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები