Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 ნოე 2023

ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია - ბიზნესი და ადამიანის უფლებები

2023 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ (GBA), ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, თბილისში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე - ბიზნესი და ადამიანის უფლებები.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ევროპის საბჭოს (CoE) ოფისი საქართველოში და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).

კონფერენციაში მონაწილეობდა ათი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, მათ შორის ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევროპის ადვოკატთა საბჭოთა გაერთიანებებისა და სამართლის საზოგადოება (CCBE), ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) და ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია (IBA).

ამ ინიციატივამ შექმნა უნიკალური პლატფორმა, რომელიც გააერთიანა იურიდიული პროფესიონალები აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპიდან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და მის ფარგლებს გარეთ. უპირველესი მიზნები იყო ცოდნის განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაცვლა და პროფესიული ქსელის ჩამოყალიბება ევროპული ღირებულებების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისთვის.

კონფერენცია გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების უფლებები, რომლის ნათელი მაგალითიც შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. მან სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბიზნესს ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ვალდებულება ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში მოიყვანოს.

კონფერენციის გახსნაზე, ასევე სიტყვით გამოვიდნენ GBA-ს თავმჯდომარე, დავით ასათიანი; ევროპის იურისტთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი, მარია შლაზაკი; შვედეთის საელჩოს პროგრამის განვითარების ოფიცერი საქართველოში, თინათინ გენებაშვილი; ევროპის საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში, ნატალია ვუტოვა; USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლიზა კოვაკი; ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი მრჩეველი OHCHR-ის სამხრეთ კავკასიის ოფისში,  ვლადიმირ შკოლნიკოვი; და სოლიდარობის ცენტრი საქართველოს პროგრამის დირექტორი სტანისლავ ციენიუჩი.

"USAID მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, მიზნად ისახავს გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა, კეთილდღეობა და დემოკრატია. ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, პროფესიონალი ადვოკატების როლი გადამწყვეტი და მამოძრავებელი ძალაა დემოკრატიული განვითარებისათვის.“ - განაცხადა USAID საქართველოს წარმომადგენელმა ლიზა კოვაკმა.

GBA-ს თავმჯდომარემ დავით ასათიანმა აღნიშნა: „თამამად შეიძლება ითქვას, ქართული ადვოკატურა დიდი ნაბიჯებით ვითარდება ბოლო 10 წლეულია. იგი დამოუკიდებელი, ერთიანი და ხარისხზე ორიენტირებული ინსტიტუტია. ბიზნესისთვის საჭიროა სწორი და უსაფრთხო იურიდიული მხარდაჭერა და ამავდროულად აუცილებელია ზედმიწევნით დაცული იყოს ადამიანის უფლებები. ქართველი ადვოკატები მაღალი კომპეტენციით, შემართებიდა და ეთიკური პრინციპების დაცვით ახორციელებენ წარმომადგენლობას.“

147-ზე მეტი იურისტი აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში, რომელიც მოიცავდა მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონულ ჩარჩოებს, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესთან და ადამიანის უფლებებთან, მდგრად განვითარებასთან, გარემოსდაცვით ტენდენციებთან, სოციალურ საკითხებთან, განსაკუთრებული კი შრომითი უფლებების ჭრილში. გარდა ამისა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოწვეულმა ექსპერტმა ჟან-მარკ გოლიემ წარმოადგინა პრეზენტაცია კლიმატისა და გარემოს წინაშე მდგარი საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან. ბ-ნი გოლიერი არის ევროპის ადვოკატთა საბჭოთა გაერთიანებებისა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების კომიტეტის თავმჯდომარე და ბელგიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ევროპის საბჭოს HELP პლატფორმის და HELP ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კურსის მიმოხილვა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები