Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 მარ 2024

ადვოკატობიდან მოსამართლეობამდე - ერთი ქალის ისტორია

2024 წლის 15 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით, მოაწყო კარიერული საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილის მონაწილეობით.

შეხვედრას სამცხე - ჯავახეთის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდენეობისა და საჯარო მმართველობის პროგრამებიდან 70 - ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

მოსამართლე გასიტაშვილმა ისაუბრა ქალის როლზე იურიდიულ პროფესიაში. კონკრეტულად, მან მონაწილეებს გაუზიარა შეხედულებები საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ, რომლის დროსაც მან განვლო სამოქალაქო სპეციალიზაციით ადვოკატის ათწლიანი გზა და მიაღწია მოსამართლის ამჟამინდელ პოზიციას. ასევე მან განიხილა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ქალი იურისტები, პირადი, პროფესიული და სოციალური დაბრკოლებები რომელთა გადალახვაც უწევთ მათ იურიდიული განათლების ადრეული საფეხურებიდან - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის მიღწევამდე.

მოსამართლე გასიტაშვილმა ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური სასამართლო სისტემის კრიტიკულ როლს. მან ისაუბრა სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფზე, დავების გადაჭრასა და ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, რომლებსაც უჭირთ თავის დაცვა, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვზე. მოსამართლე გასიტაშვილმა ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებითაც ხელმძღვანელობენ მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პატიოსნება, თანასწორობა, კომპეტენცია და შრომისმოყვარეობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გაიდლაინების გარეშე, მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება და კანონის უზენაესობის პატივისცემა საფრთხეში იქნება.

დისკუსიის ნაწილში სტუდენტებმა მოსამართლე გასიტაშვილს კითხვები დაუსვეს. მათი დაინტერესება მოსამართლის პროფესიულმა სინანულმა, შემდგომ მოსამართლეობის მოტივით იურიდიული კარიერის წარმართვამ და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობებემა მიიქცია, თავის მხრივ ეკატერინე გასიტაშვილმა დასმულ კითხვებზე გულწრფელი და ნაყოფიერი პასუხები გასცა.

პროგრამა ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის მეშვეობით გეგმავს რეგიონის სტუდენტებისთვის მსგავსი კარიერული საუბრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები