Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 ივნ 2023

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშეწყობა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას.

2023 წლის 21 ივნისს საიას ორგანიზებით გაიმართა ფორუმი თემაზე „მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“.

ფორუმს 24 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის მედიის, აკადემიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომდგენლები. მისასალმებელ სიტყვაში რუსუდან ტაბატაძემ, USAID კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს რეფორმების ადვოკატირების პროცესში: „როდესაც ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტური რეფორმების განხორცილების ნება ნაკლებია, ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორი იყოს აქტიური და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ“.

საიამ ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზების შესახებ. ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებული გამოწვევებისა და ახალი ტენდენციების შესახებ. მაგალითად, სასამართლომ ინტერნეტში გამოთქმული მოსაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა ჩხაიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აპარატის პერსპექტივიდან შეაფასა:

„წლების განმავლობაში სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია იყო კოდექსის შეცვლა. კანონმდებლობაც და პრაქტიკაც ხარვეზიანია. ისეთი საკითხები, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი, კანონში არ არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა გვანცა ჩხაიძემ.

პროექტის ფარგლებში საია თანამშრომლობდა მედია ორგანიზაცია ნეტგაზეთთან. ნეტგაზეთის ჟურნალისტი დაესწრო სასამართლო პროცესებს ადინისტრაციულ საქმეებზე და მოამზადა ოთხი სტატია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ფორუმზე ნეტგაზეთის ჟურნალისტმა გივი ავალიანმა დამსწრე საზოგადოებას თავისი დაკვირვებები გაუზიარა.

მოხსენებების შემდეგ ფორუმის მონაწილეებმა განეხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში პოლიციისა და სასამართლოების პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ადვოკატთა საქმიანობაში ხელის შეშლა (განსაკუთრებით მასობრივი დაპატიმრებების დროს), მოქალაქეებისთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება, ადმინისტრაციული დაკავების ვადები, პირის დაკავების კანონიერების დადგენის პრობლემა და ლოჯისტიკური საკითხები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები