Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აპრ 2024

მოსამართლეობა ადრეული ასაკიდან - წარმატება და სირთულე

 

2024 წლის 29 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან მესხიშვილის მონაწილეობით ქალთა შრომით უფლებებზე კარიერული საუბარი მოაწყო. ღონისძიება ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების 50-მდე სტუდენტი დაესწრო. მონაწილეებს მისალმების შემდეგ შესავალი სიტყვით მიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, მანვე გაუწია მოდერატორობა შეხვედრის შემდგომ დისკუსიას. რექტორმა ხაზი გაუსვა სტუდენტების დარგის წამყვან ექსპერტებთან შეხვედრის მნიშვნელობას, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული ზრდისთვის საჭირო რჩევები.

შეხვედრის დასაწყისში მოსამართლე მესხიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის მადლიერება გამოხატა და გამოთქვა მომავალი თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების მზადყოფნისთვის მუდმივი გაზიარების მზაობა ქეთევან მესხიშვილის გადმოცემით, იგი მოსამართლე 28 წლის ასაკში გახდა და 14 წლის განმავლობაში ასრულებს სასამართლო მოვალეობას. შეხვედრაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შრომის ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის საკითხები განიხილა და მონაწილეებს იმ ოჯახური, სოციალური და გარემო პირობების შესახებ უამბო, რომელიც ქალის პროფესიულ განვითარებას უშლის ხელს, ასევე მოსამართლემ სტუდენტებს ურჩია, ყოველდღიურად მინიმუმ 15 წუთი დაუთმონ პროფესიულ ზრდას და 5-15 წელიწადში ისინი საკუთარი პროფესიონალიზმის მკვეთრი ზრდის მოწმენი გახდებიან.

დისკუსიის ნაწილში სტუდენტების კითხვები ქალისთვის პროფესიულ ზრდაში უხილავ ბარიერებს, წარმატების მიღწევის სტრატეგიებს, მოსამართლის ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს ეხებოდა, ასევე ახალგაზრდებმა ითხოვეს რჩევები პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით. მოსამართლე მესხიშვილმა მათ შეკითხვებს უპასუხა და ხაზი გაუსვა წარმატების მიღწევისთვის თვითგანვითარებაზე მუდმივი მუშაობისა და სხვების მოსაზრებების პატივისცემის მნიშვნელობას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები