Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 აპრ 2024

აკადემიკოსებისა და სტუდენტების მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამოხატვის თავისუფლებაზე

2024 წლის 29 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა (FreeUni) გამოხატვის თავისუფლების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.

ჩიორა თაქთაქიშვილი, საჯარო სამართლის მაგისტრი, რევაზ ხოფერია, FreeUni-ის სამართლის სკოლის დეკანი და მაია კოპალეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობდნენ კვლევის პროცესსა და ნაშრომის გამოქვეყნებას. დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოს, გერმანიისა და აშშ-ს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას  გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ნაშრომის ავტორებს კვლევის პროცესში ეხმარებოდნენ FreeUni-სა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლების ექვსი სტუდენტი.

პრეზენტაციაზე კოპალეიშვილმა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე ისაუბრა. ხოფერიამ თავის მხრივ წარმოადგინა გერმანიაში შემუშავებული თეორია და პრაქტიკა, ხოლო შელიამ მიმოიხილა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული აშშ-ს სტანდარტები და სამართლებრივი ჩარჩო. ექსპოზიციის დასასრულებლად ნატა წნორიაშვილმა ისაუბრა იმ გამოცდილებასა და ცოდნაზე, რომელიც სტუდენტებმა კვლევაზე მუშაობისას შეიძინეს.

ნაშრომის შემუშავებაში ჩართულმა FreeUni-ის სამართლის სკოლის სტუდენტმა ნინო შელიამ აღნიშნა: „კვლევაში მონაწილეობა, განსაკუთრებით აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებზე ფოკუსირება, ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ასისტენტ-მკვლევარი სტუდენტის ამპლუის მორგებისას, სასამართლოს პრეცედენტებზე მუშაობითა  და ათობით საქმის ანალიზით, საგრძნობლად გავიუმჯობესე კვლევის უნარები. დღე არ გადის არ დავაფასო გამოხატვის თავისუფლების მცირე ასპექტიც კი, და მისი მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებაში”.

კიდევ ერთმა სტუდენტმა, ლაშა შაინიძემ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, განაცხადა: „სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესწავლამ და სასამართლო პრაქტიკის გაცნობამ მომცა საშუალება, ახალი თვალი შემეხედა ისეთ მნიშვნელოვან უფლებას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება. კვლევის პროცესში შეძენილი უნარ-ჩვევები ძალიან გამომადგება მომავალ საქმიანობაში და დამეხმარება გავხდე მაღალკვალიფიციური იურისტი“.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები