Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 ოქტ 2023

ამერიკელი მოსამართლე თანამშრომლობს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებთან და სასამართლოს თანამშრომლებთან საქმის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად

2023 წლის 5 ოქტომბერს, ამერიკელმა მოსამართლემ მინესოტას შტატიდან, ტიმოთი ბალანდმა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოს პერსონალისთვის სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. 

სამუშაო შეხვედრის მთავარი ფოკუსი საქმეთა მართვის გაუმჯობესება - სასამართლო პროცესამდე, პროცესის მსვლელობისას და პროცესის დასრულების შემდეგ - იყო. შეხვედრას სასამართლოს თერთმეტი წევრი ესწრებოდა, მათ შორის მოსამართლეები, სასამართლოს მენეჯერი და მოსამართლის თანაშემწეები. სემინარის დროს მოსამართლე ბალანდმა აღწერა საქმეთა მართვის კონფერენციის (CMC) მუშაობის თავისებურებანი და განმარტა მისი უპირატესობები. CMC არის ის პირველი საფეხური, რომელიც მხარეებმა და სასამართლომ უნდა გაიარონ სასამართლო სხდომების დანიშვნამდე, თუკი თავად მოსამართლე მიიჩნევს აღნიშნულს საჭიროდ. CMC-ის უპირველესი მიზანია შეეცადოს გადაჭრას ზოგიერთი ან ყველა არსებული ის სამართლებრივი საკითხი, რამაც შესაძლოა პროცესის დროს საქმის გაჭიანურება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში, CMC-ის ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევამ გარკვეულ პროცედურულ საკითხებზე, შესაძლოა საერთოდ გამორიცხოს სასამართლოში საქმის განხილვის საჭიროება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში კი იგი სასამართლო პროცესის გამარტივებასა და შეფერხებების გარეშე ჩატარებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ  CMC-ზე მიღებული მხარეთა შორის შეთანხმება ყველა შემთხვევისას სასამართლო პროცესის საჭიროებას მაინც ვერ აღმოფხვრის, იგი მაინც უმთავრეს ეტაპს წარმოადგენს მომავალი სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად.

შეხვედრაზე მოსამართლე ბალანდმა  წარადგინა შუამდგომლობების დაყენების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებათან დაკავშირებული რეკომენდაციები და მოსამართლეებს  გაუზიარა გადაწყვეტილების მიღებისას  საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. მოსამართლე ბალანდმა შეხვედრაზე დამსწრეებს ასევე გაუზიარა თავისი ოთხთვიანი მენტორობის მისიის შედეგად დაგროვილი ცოდნა და დაკვირვებები, რა დროის მანძილზეც იგი ესწრებოდა სასამართლო პროცესებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას. მან ხაზგასმით მიუთითა სასამართლოში შესული საქმეების რაოდენობაზე და მოსამართლეებთან ერთად განიხილა სხვადასხვა სტრატეგიები ასეთი დიდი მოცულობის სამუშაოს უკეთ სამართავად. ქართველმა მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იძლევა მოსამართლე ბალანდის მიერ გაზიარებული პრაქტიკის განხორციელების საშუალებას.

სემინარმა ასევე შესაძლებლობა მისცა მოსამართლეებსა და მათ თანაშემწეებს განეხილათ ის გამოწვევები, რომლებიც სასამართლო პროცესის დროს წამოიჭრება. განსაკუთრებით მათ გამოყვეს ადგილობრივი ადვოკატების მიერ ცალსახად გამოხატული კვალიფიკაციის დონე და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლის ნაკლებობაც, საქმის უსაფუძვლო გადადების საწინდარია და აფერხებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები