Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 მაი 2023

ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი საქართველოში გრძელვადიანი მენტორობის მისიისთვის ჩამოვიდა

დიდიხნიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი საქართველოში ჩამოვიდა. გრძელვადიანი გამოცდილების გაზიარების პროგრამის დროს ის დაესწრება სასამართლო პროცესებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და თავის გამოცდილებას გაუზიარებს იმერეთის რეგიონის მოსამართლეებს. მოსამართლე უოლკერი ასევე მიიღებს მონაწილეობას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ოცდაათ წლიანი კარიერის მქონე, როგორც სასამართლოს მოსამართლე აშშ-ს შტატ ჯორჯიაში, მოსამართლე უოლკერი თავის მრავალმხრივ გამოცდილებას გაუზიარებს ადგილობრივ იურისტებს, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურს, ასევე აკადემიკოსებს და იურიდიული სფეროს სხვა წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების ერთ-ერთი მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა ბავშვთა უფლებებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში. დისკუსიის თემები მოიცავს ბავშვებთან ეფექტურ კომუნიკაციას სასამართლოებში, აშშ-ს სასამართლო პრაქტიკას მხარეებთან კომუნიკაცის დროს, სასამართლოს გადატვირთულობასა და საქმეების განაწილების პრინციპებს, სასამართლო საქმისა და დროის მართვას, კომუნიკაციის უნარებს და სამოსამართლო ეთიკას.

მოსამართლე უოლკერი, ასევე, ათი წლის განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას, კერძოდ პრობაციის, კონტრაქტების, საოჯახო სამართლისა და გაკოტრების სფეროში. იგი თერთმეტი წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა და საოჯახო სასამართლოების მოსამართლეთა ეროვნული საბჭოს ბორდის წევრი იყო, მათ შორის ერთხელ პრეზიდენტობის ვადის ჩათვლით. მისი ექსპერტიზა მოიცავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებს, ასევე მეურვეობის, ბავშვის მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმეებს.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მოსამართლე ასწავლიდა ამერიკელ მოსამართლეებს შტატების სხვადასხვა სასამართლოებიდან და მათ მენტორობას უწევდა ისეთ თემებზე, რომელიც მოიცავდა სასამართლო მენეჯმენტის საკითხებს, მაგალითებს ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული დამოკიდებულების შემთხვევების აღმოფხვრის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და თვითმკვლელობის პრევენციის მექანიზმებს. იგი აქტიურად იყო ჩართული გენდერული ნიშნით მიკერძოებაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე, შშმ პირებისათვის საქმის განხილვის პროცესში შესაბამისი გარემოს შექმნასა და ისეთი სამართალწარმოებაზე, სადაც მხარე თავს წარმომადგენლის გარეშე იცავდა. როგორც გამოცდილი მოსამართლე, ის აგრძელებს მოსამართლეებისთვისა და დაინტერესებული მხარეებისთვის საუკეთესო პრაქტიკისა და პროცედურების სწავლებას, მათ შორის საოჯახო საქმეების განმხილველ სასამართლოებში.

აღსანიშნავია მოსამართლე უოლკერის აღნიშნულ მისიაში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება, ჩართულობა, რადგან იგი მისიის ფარგლებში პირველი ქალი მოსამართლეა.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები