Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 ივლ 2023

ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი ქუთაისელ ახალგაზრდებს მართლმსაჯულებისა და პროგრესის შესახებ საკითხებში აძლიერებს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი ეწვია განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს (EDEC), სადაც მოსამართლე 35 ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდას შეხვდა.

შეხვედრის უპირველესი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის, ახალგაზრდების ჩართულობის, მართლმსაჯულების სისტემის, განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობისადმი ამერიკული მიდგომის გაცნობა. მოსამართლე უოლკერი ახორციელებს გრძელვადიან მისიას საქართველოში და მისმა გამორჩეულმა 30-წლიანმა გამოცდილებამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეების განხილვაში (ჯორჯიის შტატში) დისკუსიას განსაკუთრებული სიღრმე და შინაარსი შესძინა.

მოსამართლის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რამაც მონაწილეებს მისცა საშუალება თავისუფლად ეკითხათ მოსამართლისთვის და მიეღოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, გაეგოთ ამერიკაში არსებული პოპულარული პროფესიების თაობაზე, მოესმინათ მოსამართლე უოლკერის პირადი გამოცდილება მთელი მისი კარიერის განმავლობაში და პროფესიულ საქმიანობის განმავლობაში არსებული გამოწვევების თაობაზე მიეღოთ რჩევები.

მონაწილეებმა შეხვედრა განახლებული ინფორმაციით და სამომავლო მიზნებით დატოვეს, და გამოთქვეს სურვილი, გამოიყენონ შეხვედრის დროს მიღებული ცოდნა, რათა აქტიური წვლილი შეიტანონ ქუთაისის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მსგავსი შეხვედრები გავლენას ახდენს  ახალგაზრდების ცხოვრებაზე და წაახალისებს მათ წინ წაიწიონ სამართლიანობისთვის, განათლების ხელშეწყობისა და გრძელვადიანი ცვლილებების შეტანაში, როგორც მათ გარშემო, ასევე მთლიანად მსოფლიოში.  

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები