Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 ივლ 2023

ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი ქუთაისში ადვოკატებს ხვდება, რათა განიხილონ ბავშვისთვის ხელსაყრელი გარემო და მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა საქართველოში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) თანამშრომლობით, ქუთაისში მოღვაწე ადვოკატებსა და პროგრამის მიერ მოწვეულ ამერიკელ მოსამართლე პეგი უოლკერს შორის შეხვედრა შედგა.

ღონისძიება ამერიკულ და ქართულ სასამართლო სისტემებში ბავშვისთვის ხელსაყრელი გარემოსა და პროცედურების შექმნის საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და გამოკვეთეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არსებული დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქუთაისში სასამართლო ადმინისტრირების ეფექტურობას.

მოსამართლე უოლკერმა ისაუბრა აშშ-ში არასრულწლოვანთა სასამართლოებში ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის სტანდარტებს. მან ყურადღება გაამახვილა ბავშვების სასამართლოში მოსმენის უფლების მნიშვნელობაზე და ბავშვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თაობაზე, რაც შეამცირებს სტრესს ბავშვებისთვის, განსაკუთრებით თუ ის წარსული გამოციდლებიდან მომდინარეობს.

”დაყოვნებული მართლმსაჯულება არის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებაზე უარი”, - თქვა მან და მოუწოდა ადვოკატებს მჭიდროდ ითანამშრომლონ სასამართლო სისტემასთან, რათა უზრუნველყონ მართლმსაჯულების დროული ხელმისაწვდომობა მათი კლიენტებისთვის.

მოსამართლე უოლკერმა რეკომენდაციები მისცა ადვოკატებს, რომ სასამართლოში ემოქმედათ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. „რაც ბავშვს სურს, სულაც არ ნიშნავს იმას, რაც ბავშვს სჭირდება.“ - თქვა მოსამართლე უოლკერმა. ”ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა სჭარბობდეს ბავშვის სურვილებს.”

დისკუსიის მეორე ნაწილი შეეხო ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვებს. მათ ხაზი გაუსვეს ადვოკატების როლს კლიენტების უფლებების დაცვის საქმეში და შეშფოთება გამოთქვეს მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქმეების დროულ განიხილვას.

ადვოკატების აზრით საჭიროა სასამართლო სისტემაში სპეციალური პალატის ან სასამართლოს შექმნის არსებობა, რომელიც სპეციალურად იმუშავებს ბავშვების უფლებების დასაცავად სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები