Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 მაი 2023

ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერის საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა მოსამართლემ, პეგი უოკერმა ლექცია წაიკითხა. ლექციის დროს, ამერიკელმა მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების გადამწყვეტ როლზე სასამართლო სისტემაში ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვაში.

მოსამართლე უოკერმა განიხილა საოჯახო სასამართლოს მიდგომა სასამართლო პროცესებში ჩართული ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა სტრესის შემცირებისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების შესაბამისი პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობა. გარდა ამისა, მოსამართლე უოკერმა აღნიშნა მოსამართლეების, ადვოკატების, დაინტერესებული მხარეების და პერსონალის სწავლების მნიშვნელობა ტრამვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღინიშნა, რომ ბავშვებს, რომლებიც განიცდიან ტრამვას ოჯახური კონფლიქტის დროს, შეიძლება შეექმნათ ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. შესაბამისად, მოსამართლეები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სასამართლო პროცესის დროს ბავშვების ვიქტიმიზაციისგან დასაცავად და საქმეების ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტისათვის.

დამსწრე სტუდენტებმა გამოთქვეს ინტერესი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების, ფსიქოლოგის ჩვენების აქტუალობისა და მოსამართლის როლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში. მათ ასევე დასვეს კითხვები აშშ-ს რეგულაციებისა და პოლიტიკის შესახებ ბავშვთა საქმეებთან დაკავშირებით. მოსამართლე უოკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეები იყვნენ გადამწყვეტი და მტკიცე თავიანთი ვალდებულებების გადაწყვეტის საქმეში მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესების საფუძველზე. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები