Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 თებ 2023

ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი აჭარის რეგიონში მოღვაწე მოსამართლეებს და ადვოკატებს შეხვდა

 

ექვსთვიანი მენტორობის პროგრამის დასასრულს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა მოსამართლემ ჯეიმს რედვაინმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა (Bench-Bar) გამართა.

მონაწილეებს შორის იყვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ასევე აჭარის რეგიონში მოღვაწე ადვოკატები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს.

შეხვედრის მთავარი თემა იყო სამართალწარმოების მთავარ 'აქტორებს' შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა, რათა გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების ადმინისტრირება ადგილობრივ დონეზე და დაინერგოს ახალი ინიციატივები, რაც შეამცირებს სასამართლო გადატვირთულობას.

მოსამართლე რედვაინმა პატივისცემით წარუდგინა ქართველ კოლეგებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ ბრძანების, მოსამზადებელ სხდომამდე შეხვედრის ჩატარების შესახებ უწყების და ბრძანების, წინასასამართლო განრიგის ნიმუშები, რომლებიც შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას და მათი პრაქტიკაში გატარება მცირედ პროცედურულ ცვლილებებს მოითხოვს.

„მოსამართლეების და ადვოკატების ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის დაგეგმვისას, და სამომავლოდ, ბათუმსა და აჭარის რეგიონში აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მე ვფიქრობდი ისეთ საკითხებზე მესაუბრა, რომლებზეც ადგილობრივ მოსამართლეებს და ადვოკატებს ერთობლივად შეუძლიათ მუშაობა. მართლმსაჯულების აღსრულება მოითხოვს ფრთხილ, თანმიმდევრულ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.” - თქვა მოსამართლემ რედვინმა.

”მე ვიცი, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მოსამართლე და დამხმარე სასამართლო კადრები, ასევე უკეთესი სამუშაო პირობები, და ეს არის ის გრძელვადიანი მიზნები, რომლებზეც მოსამართლეებმა და ადვოკატებმა უნდა იმუშაონ. ახლა კი, რამდენიმე უმტკივნეულო და იაფმა პროცედურულმა ცვლილებამ შესაძლოა დიდი სარგებელი მოუტანოს როგორც მოქალაქეებს, ასევე იურიდიულ პროფესიის წარმომადგენლებს. მე გირჩევთ, რომ შექმნათ სამუშოა ჯგუფები რამდენიმე მოსამართლის და ადვოკატის შემადგენლობით, რომლებმაც შეიძლება განიხილონ ისეთი საკითხები, რაც ჩემს სასამართლოში განვახორციელე ადვოკატების მხარდაჭერით. რასაკვირველია, ქართველმა მოსამართლეებმა და ადვოკატებმა ქართული საპროცესო ნორმების თანახმად უნდა იმოქმედონ. ” - დაამატა მან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუმბერ ბეჟანიძემ მადლობა გადაუხადა მოსამართლე რედვაინს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მის მიერ გაწეული ფასდაუდებელი და პოზიტიური საქმიანობისთვის. ”მადლობას გიხდით საქმისწარმოების ამერიკული პრაქტიკის გაზიარებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ქართველი მოსამართლეების და ადვოკატების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია მოკრძალებული პოზიტიური ცვლილებების განხორციელება ისეთ სფეროში, როგორიცაა საქმეთა მართვა. '' შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ შემოთავაზებულ პროცედურებს და სასამართლო ბრძანებების ნიმუშებზე უახლოეს შეხვედრაზე იმსჯელებენ.

შემაჯამებელ სიტყვაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტმა, ირინა ხახუტაიშვილმა თქვა: „შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი, რადგან მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის რეგიონის მოსამართლეებისა და იურისტების მონაწილეობით ადგილობრივ დონეზე მოეწყო შეხვედრა და მალე აღნიშნული გამოცდილების გამეორებას ისევ ვგეგმავთ. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მოუთმენლად ელის იურიდიულ პროფესიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ზემოთ ხსენებულ პროცესში“.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები