Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 ივლ 2024

ამერიკელი მოსამართლეები თელავში ადგილობრივ ადვოკატებს შეხვდნენ

2024 წლის 12 ივლისს, თელავის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს (LAS) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ჩვიდმეტი რეგიონული ადვოკატი მოსამართლეებს ელენ და დუგლას ფეარებს შეხვდა - ამერიკელ მოსამართლეებს ვაშინგტონის შტატიდან, რომლებიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოსამართლეთა გაცვლით აქტივობებში მონაწილეობენ. შეხვედრის მთავარი მიზანი ბავშვზე ორიენტირებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო.

მოსამართლე ელენ ფეარმა, რომელმაც 23 წელზე მეტი გაატარა აშშ-ს შტატის სასამართლოს მოსამართლედ, შეხვედრაზე დამსწრეებს თავისი პროფესიული გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა განქორწინებისას ბავშვის აღზრდის პროცესის დაგეგმარება, ბავშვის საჭიროებების დადგენა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპით მოქმედება. ქართველ ადვოკატებს მან ასევე გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განიხილება მეურვეობის საქმეები ვაშინგტონის შტატში და რა არის დადგენილი ვადები, რომლებიც გაწერილია ბავშვის აღზრდისათვის საჭირო სამოქმედო გეგმაში. დამსწრეებს, ასევე ესაუბრა სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის ორ ინსტიტუტზე და მათ განსხვავებაზე - “guardian ad litem”-სა და „CASA”-ზე (Court Appointed Special Advocate). მოსამართლის განმარტებით, „guardian ad litem” არის პირი, რომელიც დანიშნულია სასამართლოს მიერ, რათა იყოს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოში და გადაწყვეტილება მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რის დროსაც ის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს, ხოლო „CASA” არის სპეციალური ცოდნის მქონე მოხალისე, რომელიც დანიშნულია ძალადობისა ან უგულებელყოფის საქმეებზე ბავშვის წარმომადგენლად.

მოსამართლე დუგლას ფეარმა, რომელსაც 18 წლიანი მოსამართლეობის გამოცდილება აქვს, ქართველ ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაუზიარა ინფორმაცია მედიაციისა და დისტანციური მოსმენების შესახებ. მან ასევე განმარტა, თუ რამ გამოიწვია მედიაციის პოპულარიზაცია აშშ-სა და ევროკავშირში, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ერთ-ერთი წამყვანი დარგი.

შეხვედრა ქართველი ადვოკატების მიერ საკუთარი საქმეების, მათი შედეგებისა და სესიაზე მოსმენილი ინფორმაციის ერთმანეთთან შედარებით დაასრულეს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები