Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 აპრ 2024

ამერიკელი მოსამართლეები ქართველ კოლეგებს უზიარებენ გამოცდილებას სასამართლო დარბაზში სექსიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა ქალთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა სასამართლოში სექსისტური და დისკრიმინაციული ქცევის აღკვეთის საკითხზე.

თერთმეტი ქართველი მოსამართლე და მათი თანაშემწეები შეიკრიბნენ ამერიკელ მოსამართლესთან, ტიმოთი ჯ. ბალანდთან ერთად, რათა ემსჯელათ ქალი სასამართლო პროცესის მონაწილეების, მათ შორის, მოსამართლე ქალების  მიმართ სასამართლო დარბაზში და სოციალურ მედიაში სიტყვიერ თავდასხმებზე, დამცირებასა და შეურაცხყოფაზე რეაგირების სათანადო ფორმების შესახებ. შეხვედრის დასაწყისში მოსამართლე ბალანდმა მიმოიხილა სამართლებრივი რეგულაციები, რომლითაც ხელმძღვანელობენ აშშ-ში სასამართლო პროცესის მონაწილეები.

ამ რეგულაციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ ადვოკატები ცივილიზებულად და პატივისცემით უნდა იქცეოდნენ სასამართლოში. მან საქართველოში არსებული რეგულაციები შეადარა ნიუ-იორკისა და კალიფორნიის შტატების მსგავს რეგულაციებს, რომლებიც ბევრად უფრო ვრცელ და დეტალურ მითითებებს იძლევიან ამ კუთხით. მან მიუთითა  მხარეთა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ქცევის დასარეგულირებლად მსგავსი ქცევის წესების საჭიროებაზე საქართველოში.

მოგვიანებით, მოსამართლე ვენდი ჩანგი (ლოს ანჯელესის უმაღლესი სასამართლო, კალიფორნია) შეუერთდა შეხვედრას ონლაინ რეჟიმში. როგორც ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის („ABA“) ეთიკისა და პროფესიული პასუხისმგებლობის მუდმივი კომიტეტის ყოფილი წევრი, ის იყო ჩართული პროფესიული ქცევის ABA-ს მოდელული წესების 8.4 (ზ) წესის შემუშავებასა და მიღებაში. აღნიშნული წესი  შევიწროებას და დისკრიმინაციას აცხადებს  ადვოკატების პროფესიულ გადაცდომად.

მოსამართლე ჩანგმა ქართველ მოსამართლეებს აღუწერა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაემატა 8.4 (ზ) პუნქტი მოდელური ქცევის წესებს მას შემდეგ, რაც ადვოკატთა ასოციაციის წევრები დაარწმუნეს, რომ ქალი ადვოკატების შევიწროება და დისკრიმინაცია ფართოდ იყოს გავრცელებული. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაიჭრა ადვოკატთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ შეშფოთება ტექსტში დამატებული კონკრეტული დაცვის საშუალებებით. რაც მთავარია, მოსამართლე ჩანგმა განმარტა, რომ დისკრიმინაციისა და შევიწროების ზოგადი აკრძალვა არ იძლევა სასამართლო დარბაზში პატივისცემაზე დაფუძნებული ქცევის გარანტიას და სასამართლოს მონაწილეთათვის საჭიროა ცივილური ქცევის დამატებითი წესები. მოსამართლე ჩანგმა ასევე უპასუხა ქართველი მოსამართლეების კითხვებს, თუ როგორ უნდა მართონ პროცესის მონაწილეების შეურაცხყოფელი ან დამაშინებელი ქცევა და გაუზიარა საკუთარი სტრატეგიები ამგვარი ქცევის აღმოფხვრისთვის.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფებთან სექსიზმისა და დისკრიმინაციული მოპყრობის თემაზე და მხარი უჭერს მოსამართლეებს უზრუნველყონ ქალებისთვის პატივისცემაზე დაფუძნებული ქცევა და არადისკრიმინაციული ატმოსფერო სასამართლო დარბაზებში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები