Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 დეკ 2022

ამერიკელი მოსამართლის სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეულმა ამერიკელმა მოსამართლემ ჯეიმს რედვაინმა სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო მოსამართლე რედვაინის მიერ სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად იდენტიფიცირებული სისტემური პრობლემები, როგორიცაა ბოლო წუთის შუამდგომლობები საქმის გადადების შესახებ, აგრეთვე სასამართლო უწყებების და გზავნილების ჩაბარების პროცედურული საკითხები. 

"შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო." – თქვა მოსამართლე რედვაინმა. „თუმცა, რაც შეეხება სხდომების გადადების, აგრეთვე სასამართლო უწყებებისა და გზავნილების ჩაბარების პრობლემას, მე გულწრფელად ვაფასებ აჭარაში მოღვაწე ადვოკატების მკაფიო პოზიციებს, რომლებიც შეხვედრის განმავლობაში გამოითქვა და აგრეთვე მათ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ისინი მხარს დაუჭერენ მოსამართლეებს ახალი პროცედურების ინიცირების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი არ შეამსუბუქებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებს, როგორიცაა დამატებითი მოსამართლეების დანიშვნა და დამხმარე კადრების დამატება. გრძელვადიანი პრობლემები და სხვა საკითხები უნდა გადაწყდეს, მაგრამ სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია სასამართლოს გადატვირთვა მყისიერად შეამციროს და გაზარდოს სასამართლოს ხელმისაწვდომობა იმგვარი პროცედურების შემუშავებით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მხარეებისთვის სათანდო უწყებების და გადაწყვეტილებების ჩაბარებას, რომლებიც აპელაციაში არ შეიცვლება. ადვოკატთა ასოციაციის პატივცემული წევრები მხარს უჭერენ მოსამართლეების ძალისხმევას აღასრულონ მართლმსაჯულება. ადვოკატები და მოსამართლეები ერთად შეძლებენ სამართლიანობის იმ იდეალების წინ წაწევას, რომელთაც თითოეული ჩვენგანი ვემსახურებით“. - დაამატა მან. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტმა, ირინა ხახუტაიშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჯერა, რომ იურისტის პროფესიის გაძლიერება მნიშვნელოვანია საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის. ქართველ მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მართლმსაჯულებაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობას. სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ დიალოგს სამართალწარმოების მთავარ ‘აქტორებს’ შორის (ე.წ Bench Bar ფორმატის საშუალებით)“.

მოსამართლე რედვაინმა და ადვოკატებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სასამართლოში საქმეების განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურული ცვლილება პირველ რიგში უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონებს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს და კონსტიტუციას. ქართველი ადვოკატები მიესალმნენ შესაძლებლობას გასცნობოდნენ საქმისწარმოების და სასამართლო ადმინისტრირების ამერიკულ პრაქტიკას. 

შეხვედრის დასასრულს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოხარული იქნებიან შეხვდნენ ქართველ მოსამართლეებს (ე.წ Bench Bar ფორმატში) და განიხილონ კონკრეტული სასამართლო პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია საქმეთა მართვის ხერხებთან, აგრეთვე სასამართლო უწყებების და გზავნილების ჩაბარების საკითხებთან. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები