Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 - 14 ოქტ, 2023

არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე კონფერენცია დასრულდა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ADR-ის შესახებ გლობალურ დიალოგსა და ინვესტიციების დაცვაზე გაკეთდა

2023 წლის 13 ოქტომბერს არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე, ყოველწლიური კონფერენცია დასრულდა. დავების ალტერნატიული გადაწყვეტის თემაზე არსებულ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას კიდევ ერთხელ უმასპინძლა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC), რაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

კონფერენციამ გააერთიანა არბიტრაჟითა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებულ იურისტები და პრაქტიკოსი ექსპერტები, რომლებიც ყოველწლიურად, ერთმანეთს  დარგში მიმდინარე სიახლეებს უზიარებენ. 11-დან 13 ოქტომბრამდე პრაქტიკოსები და ექსპერტები ჩართულები იყვნენ  პანელურ დისკუსიებში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დავების გადაწყვეტა და ინვესტიციების დაცვა, დავების გადაწყვეტა და ტექნოლოგიები, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები, შეიარაღებული კონფლიქტისას დავების გადაწყვეტის საკითხები, ენერგო სექტორში არსებული დავების ამჟამინდელი სტატუსი და მომავალი, და სპორტის დავები. ღონისძიებაში მონაწილეობა 160-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო არბიტრმა, მოსამართლემ, იურისტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა მიიღო.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაია, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელმა, ერიკ ვენსმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნილ ვაინსტაინმა.  მათ ხაზი გაუსვეს არბიტრაჟის გაძლიერების მნიშვნელობას და აქცენტი გააკეთეს დავების გადაწყვეტისას აღნიშნული პროცესის ეფექტურობაზე, მიუკერძოებლობასა და კონფიდენციალურობაზე,  რაც საბოლოოდ დროსა და ხარჯებს ზოგავს, და სამართლიანობის დაცვისა და მხარეებს შორის ურთიერთობების შენარჩუნების უზრუნველყოფას ახდენს.

„USAID-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში არბიტრაჟის სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერებაში. მისი მხარდაჭერით განხორციელდა ცვლილებები არბიტრაჟის შესახებ კანონში და მოხდა არბიტრთა ეთიკის კოდექსის მიღება. ორგანიზაცია აგრძელებს მხარდაჭერის ინიციატივებს, მათ შორის კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას არბიტრაჟის სფეროში“, განაცხადა ნილ ვაინსტაინმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო კომპანია Clyde & Co-ის მმართველი პარტნიორი და Queen Mary University-ის სამართლის სკოლის პროფესორი ლუკას მისტელისი იყო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არბიტრი, პრაქტიკოსი და პროფესორია საერთაშორისო საინვეტიციო და კომერციული არბიტრაჟის მიმართულებით. მისი გამოსვლის თემა იყო: „არბიტრაჟი კრიზისის დროს: შესაძლებლობა?“

არბიტრაჟის დღეების ფარგლებში ასევე გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ორგანიზაცია Resolve-მა მოაწყო სპეციალური ღონისძიება - ტრენინგი მოლაპარაკებების შესახებ - „მედიაცია არბიტრაჟამდე, მისი მიმდინარეობისას და მის შემდეგ“. ამ სესიას 22-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ არბიტრები, ადვოკატები და მრჩევლები, რომლებმაც გაიუმჯობესეს უნარები მოლაპარაკებისა და მედიაციის სფეროში, რაც ღირებული ინსტრუმენტებია საარბიტრაჟო დავების ეფექტური გადაწყვეტისთვის. ტრენინგს უძღვებოდნენ ნატაშა ტუნკელი, ავსტრიის ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმის Knotzel-ის პარტნიორი, მედიატორი და არბიტრი, და კატია კროლი, გამოცდილი ბიზნეს მედიატორი გერმანიიდან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა PWC-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა იურისტებსა და ზიანის შეფასების ექსპერტებს შორის ეფექტიან თანამშრომლობაზე და Young ICCA-სა და GIAC-ის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა საარბიტრაჟო პროცესის დაწყების პრაქტიკული რჩევების შესახებ.

მთავარი კონფერენციის გარდა, GIAC არბიტრაჟის დღეები ასევე მოიცავდა სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც უნიკალური შესაძლებლობა იყო დამსწრეებისთვის დაამყარებინათ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები