Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 04 ნოე, 2023

აჭარისა და იმერეთის რეგიონის სტუდენტმა-პარალეგალებმა მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა უფლებების შესახებ ტრენინგზე

2023 წლის 3-4 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა ქუთაისის და აჭარის სტუდენტი-პარალკანტებისთვის ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ტრენინგი ჩაუტარა. 54-მა სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო ინფორმაცია როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის კონცეფციებისა და მიდგომების შესახებ, ასევე შესაბამის ფაქტორებზეც.

ტრენინგი ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის “პარალეგალების ინიციატივა - ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში.

თავის პრეზენტაციაში მოსამართლე მესხიშვილმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით ბავშვთა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და უფლებებზე, მან ასევე მიმოიხილა არსებული სამართლებრივი მექანიზმები აღნიშნული უფლებების დასაცავად და მხარდასაჭერად.

მოსამართლე მესხიშვილმა ხაზი გაუსვა ბავშვების გამოხატვის მნიშვნელობას სასამართლო პროცესში და აღნიშნა, რომ ეს არ გულისხმობს ყველა საქმეში მათ პირდაპირ ჩართულობას, არამედ მათი ინტერესების ადეკვატურად წარმოჩენის უზრუნველყოფას, როგორც კანონიერი წარმომადგენლების, ასევე თავად ბავშვების მიერ.

ტრენინგის მსვლელობისას, პარალეგები ჩაერთნენ დისკუსიაში, რომელიც მოიცავდა ბავშვთა უფლებების სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის ბავშვთა დისკრიმინაციის შემთხვევებს, ბავშვებს შორის თანასწორობის მნიშვნელობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვის მემკვიდრეობის უფლებას. ტრენინგის მსვლელობისას ასევე განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საქმე, რომელიც ეხებოდა სიღარიბის გამო ბავშვის ოჯახს დაშორებას.

ეს ინიციატივა შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურავს მომავალ პარალეგალებს და აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარება საკუთარ თემებში.

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები