Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 ივნ 2023

იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობით სკოლის მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს სამართლებრივი ინფორმირებულობა და კრიტიკული აზროვნების უნარები

USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამა მნიშვნელოვნად მიიჩნევს სკოლის მოსწავლეებს შორის  სამართლებრივი ინფორმირებულობის, კრიტიკული აზროვნების უნარებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას. იმიტირებულ სასამართლო პროცესებში აქტიური ჩართვით, მოსწავლეებს შეუძლიათ განავითარონ ეს თვისებები და  გაიუმჯობესონ სამართლებრივი სისტემის, ასევე, უფლებებისა და მოვალეობების უკეთ გაგება და შეფასება. შესაბამისად პროგრამა მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) მიერ იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარების ინიციატივას მთელი საქართველოს მასშტაბით

ცოტა ხნის წინ, მაღალმთიანი აჭარის ქედის საჯარო სკოლის საშუალო სკოლის მოსწავლეებს,  საშუალება  მიეცათ  მოერგოთ სპეციალური მსაჯულების როლი ქედის მაგისტრატ  სასამართლოში გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. სასამართლო პროცესი ფოკუსირებული იყო განქორწინების დროს  ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრაზე.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ სტუდენტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა  საკუთარი უფლებების ცოდნის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ  უფლებების გააზრება ახალგაზრდებს დაეხმარება საკუთარი  და სხვისი უფლებების დაცვაში, მათ შორის  ძალადობის და სამართლებრივი  გადაცდომის დროს. გიორგი ჩხეიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუთარი უფლებების ცოდნა საშუალებას აძლევს ინდივიდებს გამოხატონ თავიანთი აზრი და მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც მათ ეხებათ, რაც უზრუნველყოფს სათანადო პროცესს და იცავს დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს უძღვებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS)  დირექტორ დავით სიმონია, რომელმაც მსაჯულებს მისცა ინსტრუქცია  იმის თაობაზე, თუ რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება ვერდიქტის გამოტანისას.  მსაჯულებს  დაურიგდათ შესაძლო განაჩენის/გადაწყვეტილებების ვერსიები.  

“იმიტირებული სასამართლო პროცესი მოეწყო  სამოქალაქო სამართლში, რამაც მომცა შესაძლებლობა  აღნიშნულ დარგში საკუთარი თავი  ადვოკატის ამპლუაში გამომეცადა. პროცესზე წარმოვადგენდი  არასრულწლოვნის დედას,  რომელიც გახლდათ მოსარჩელე მხარე და ყურადღება გავამახვილე   ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე.   დღემდე   არაერთ სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა  სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება.  იმიტირებულმა პროცესმა   შესაძლებლობა მომცა მკაფიოდ დამენახა მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს ზემოაღნიშნული სამართლის  ორ დარგს. მიმაჩნია, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესი არის საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარი თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკაში ასახო. ბუნებრივია, ამ კუთხით, არც ეს პროცესი გახლდათ გამონაკლისი.”-  ამბობს სტუდენტი-პარალეგალი ზურა გუჯაბიძე.

ღონისძიების შეჯამებისას  გიორგი ჩხეიძემ და დავით სიმონიამ  სერტიფიკატები გადასცეს მონაწილე მსაჯულებს. დღემდე, სამართლის  უზენაესობის პროგრამამ ორი იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტი- პარალეგალები. აღნიშნულ პროცესებს უძღვებოდნენ ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართვას პრაქტიკულ  სავარჯიშოებში და ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობისა და საზოგადოებაში მისი მნიშვნელობის გაგებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები