Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 ოქტ 2024

ახალი ანგარიშის თანახმად მეტი უნდა გაკეთდეს ქალების ძალადობისგან დასაცავად

2024 წლის 8 ოქტომბერს, ორგანიზაცია უფლებები საქართველომ ანგარიშის ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში: სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები ონლაინ პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამა) მხარდაჭერით მომზადდა და მოიცავს 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს. პრეზენტაციას 50-მდე მონაწილე დაესწრო.

ანგარიშში, რომლის ავტორია ტურკუს უნივერსიტეტის დოქტორანტი და უფლებები საქართველოს მკვლევარი კარლო ნიკოლეიშვილი, ასახულია გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფის კუთხით არსებული პრაქტიკული და საკანონმდებლო გამოწვევები. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება ქალთა მიმართ ძალდობის შეტყობინებებზე და ეფექტური ინტერვენციის ნაკლებობაზე. იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორისაა ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაზარალებულად დროულად ცნობა. ანგარიშში აგრეთვე საუბარია ადვოკატისთვის საქმის მასალების ასლების მისაწვდომობისა და სასამართლო კვალიფიკაციის ეტაპზე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის პრობლემურობაზე. ანგარიშის თანახმად, იშვიათად ხდება ძალადობის შემსწრე ბავშვებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაზარალებულად ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინტერესებისათვის, ასევე მომავალში მათ მიერ ზიანის ანაზღაურების მოსათხოვად. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუტების და იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სათანადო რეაგირების გაუმჯობესების შესახებ.

პრეზენტაციის დასასრულს დისკუსიის დროს მონაწილეები ისეთ საკითხებსაც შეეხნენ, როგორიცაა ქალთა მეორეული ვიქტიმიზაცია, ფემიციდის შემთხვევების გამოძიებისას არსებული გამოწვევები, მსხვერპლთა თავშესაფარში გადაყვანის პრაქტიკული გამოწვევები და სამართალდამცავთა ცნობიერების დაბალი დონე.

ვლადიმერ მკერვალიშვილმა, უფლებები საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა და პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით დამატებითი აქტივობების გატარების საჭიროებას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები