ახალციხეში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან (GBA) თანამშრობლობით გამართა სასამართლოში საქმეების განხილვის შესახებ პრეზენტაცია და დისკუსია 25 ადვოკატთან და მოსამართლის თანაშემწესთან.
დისკუსის მსვლელობისას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრმა - სოფიო სოხაძემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა - თამთა დევდარიანმა წარმოადგინეს პროგრამის მიერ დაფინანსებული GBA - ის მიერ მომზადებული ნაკადების მართვასთან დაკავშირებული კვლევა.
კვლევა მოიცავდა 2020 და 2021 წლებს, მაგრამ მისმა პრეზენტატორებმა გამოთქვეს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კვლევამ ზუსტად ასახა სასამართლოში შემთხვევათა დატვირთვის ის საგანგაშო ტენდენცია, რომელიც დღემდე გრძელდება.
GBA-ს კვლევის მიხედვით, 2020 წლიდან 2021 წლამდე, საქართველოს სასამართლოების მიერ განხილული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა 116,310-დან 148,436-მდე გაიზარდა, რაც 22%-იანი მატების მაჩვენებელია. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობაც.
დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს კოლექტიური მოსაზრება, რომ სასამართლოში პროცესების რაოდენობა კვლავ იზრდება და სასამართლოს კალენდარი ჩანიშნული საქმეებით კვლავ გადატვირთულია. მათი აზრით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს ახალციხეში მოსამართლის სამი პოზიცია კვლავ ვაკანტური რჩება და სასამართლოში დანიშნული ოთხი მოსამართლიდან სამი მაგისტრატი მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებს.
იურისტების აზრით, სასამართლოში სპეციალიზაციის ნაკლებობა ასევე გავლენას ახდენს საქმეების მიმდინარეობაზე, რადგან მოსამართლეებს, რომლებიც არ იცნობენ კანონის სპეციალიზებულ სფეროებს, მეტი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულის გარდა, რეგიონში საფოსტო სერვისი იმდენად არასანდოა, რომ ხშირად ვერ აწვდის სასამართლო შეტყობინებებს სამართალწარმოების მხარეებსა და სხვა პროცესში მონაწილე პირებს, რაც უფრო მეტ შეფერხებას იწვევს.
მონაწილეებმა აღნიშნეს სასამართლოს მოდერნიზაციის პროცესის ნათელი მხარეებიც. მათი შექება დაიმსახურა ადგილობრივი სასამართლოს მიერ დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით საქმეთა განხილვამ, რაც მხარეებს დროსა და ფინანსების უზოგავს.