Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 ოქტ 2023

ახალციხის სასამართლოს წარმომადგენლი ქართული სასამართლოს ფუნქციას აცნობს ახალციხელ ახალგაზრდებს

2023 წლის 4 ოქტომბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერმა ნინო ჩიგოგამ ამერიკელ მოსამართლე ტიმოთი ბალანდთან ერთად, გამართა შეხვედრა 30 ახალგაზრდასთან სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, რა დროსაც ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემების მუშაობის ძირითად პრინციპებზე და მათ განსხვავებებზე. ქალბატონმა ჩიგოგამ წარმოადგინა საქართველოს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და განმარტა ახალციხის რაიონული სასამართლოს სტრუქტურა.

მოსამართლე ბალანდმა დამსწრეებს აშშ-ს სასამართლოების ძირითადი სტრუქტურისა და ფუნქციის მონახაზი გააცნო და მინესოტას სასამართლო სისტემასა და მის ქართულ შესატყვისს შორის შედარებითი ანალიზი გაუზიარა. მან ასევე ხაზი გაუსვა სასამართლოს საქმიანობის მნიშვნელობას ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისაუბრა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების საკითხებზე.

სასამართლოს სისტემების პრეზენტაციის შემდეგ, მოსამართლე ბალანდმა და ქალბატონმა ჩიგოგამ დამსწრეების შეკითხვებს უპასუხეს. ახალციხის სასამართლოდან ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სამი მოსამართლე და  სასამართლოს ოთხი თანამშრომელი.

პრეზენტაცია ჩატარდა ახალციხის რაიონული სასამართლოს, USAID სამართლის  უზენაესობის პროგრამისა და USAID-ის პროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშია თანამშრომლობის ფარგლებში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები