Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 დეკ 2023

ახლად შექმნილი სამცხე - ჯავახეთის კანონის უზენაესობის ჰაბის პირველი შეხვედრა ახალციხეში გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ ახალციხეში კანონის უზენაესობის ჰაბი გახსნა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დაფარავს.

ჰაბის გახსნითი, პირველი ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატში იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS) თანამშრომლობით გაიმართა. დისკუსიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, LAS-ის,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, უნივერსიტეტისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე აღინიშნა პროგრამის მიღწევები და ქუთაისსა და ბათუმში LAS-თან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. 

LAS-ის დირექტორის მოადგილემ, ლევან გვენეტაძემ და LAS-ის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, მარიამ ბურკაძემ ისაუბრეს ინიციატივაზე - 'გახადე კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი' და პარალეგალი სტუდენტების მომზადებაზე.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ და კანონის უზენაესობის რეგიონულმა მრჩეველმა, ირინა ლორთქიფანიძემ მონაწილეებს გაუზიარეს რეგიონული ჰაბების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების მაგალითები. ეს აქტივობები მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, თემატურ საუბრებს სტუდენტებთან, ტრენინგ-სესიებსა და დისკუსიებს პროფესიონალ იურისტებს შორის.

ტიმ ბუნიევაცმა, პროგრამის მრჩეველმა საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა სტრატეგიების მაგალითებს „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მეშვეობით“. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ასევე მოხდა ახალციხის ჰაბის იურისტის, გიორგი ხმალაძის წარდგენაც, რომელიც ამჟამად მუშაობს რეგიონში საზოგადოებასთან კავშირების განვითარებაზე.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა გააზიარეს იდეები იმის შესახებ, თუ რა ინიციატივები შეიძლება შეიქმნას მართლმსაჯულების მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომელიც საუკეთესოდ დააკმაყოფილებს საზოგადოების საჭიროებებს. მათ ასევე დააფიქსირეს მოსაზრებები ადამიანის უფლებების ყველაზე აქტუალურ გამოწვევებზე რეგიონში და გამოთქვეს მათ გადასაჭრელად მომავალში თანამშრომლობის იმედი.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები