Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 ივნ 2023

ბავშვთა უფლებების დაცვა: მომავალი თაობის გაძლიერება

ბავშვთა უფლებების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი ღირსების შენარჩუნების, პოტენციალის განვითარების და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისთვის. ბავშვთა უფლებების მხარდაჭერით, უზრუნველვყოფთ მათ პატივისცემას, უსაფრთხო მომავალს და რომ ისმოდეს მათი ხმა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველის აპარატმა (PDO) მოაწყო ღონისძიება, სადაც ბავშვებს საშუალება მიეცათ თავიანთი უფლებების შესახებ დისკუსიაში ჩართულიყვნენ. ღონისძიება ჩატარდა USAID-PDO პარტნიორობის პროგრამისა და USAID სამართლის  უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებების დაცვა ყოველდღიურად. მან დაარწმუნა ბავშვები, რომ ის და მისი თანამშრომლები გულმოდგინედ სწავლობენ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და როდესაც თვლიან, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა, უკავშირდებიან შესამაბის ინსტიტუტებს ან პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვთა უფლებების დაცვაზე, და აძლევენ რეკომენდაციებს. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის ზომების გაუმჯობესება, ბავშვების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად.

USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა, ღონისძიების მონაწილე ბავშვებს  მიმართა: „თქვენ ხართ წარმატებული და თავისუფალი საქართველოს მომავალი. ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს უსაფრთხო ბავშვობა, იყოს დაცული და იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. თქვენ გაქვთ უფლება გააზიაროთ თქვენი მოსაზრებები და განავითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარები, კრეატიულობა და საკუთარი თავის გამოხატვის უნარი. USAID გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ყველა ბავშვისთვის მეტი შესაძლებლობების მიწოდებისთვის.”

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩაერთნენ ბავშვებთან დისკუსიაში და მიაწოდეს ინფორმაცია მათ უფლებებთან დაკავშირებით, ისეთ თემებზე, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, განვითარების უფლება, განათლების უფლება და დაცვა ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი იდეები და სურვილები, იმის შესახებ თუ როგორ უნდა იყოს მათი უფლებები სრულად დაცული და მონაწილეობა მიიღეს ამ მოსაზრებების არტ ნამუშევრებად გარდაქმნაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები