Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 - 03 მარ, 2024

ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფი სასამართლოებში ბავშვთა სამართლებრივ წარმომადგენლობაზე მსჯელობს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა ბავშვთა უფლებების სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფის შეხვედრა ლიკანში, რომელშიც ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის თხუთმეტი მოსამართლე შეხვდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ამდენივე წარმომადგენელს.

შეხვედრის დასაწყისში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ონიანმა ისაუბრა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ბავშვთა სამართლებრივი წარმომადგენლობის გამოწვევებზე.

შეხვედრის მონაწილეებს ამ თემაზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს აგრეთვე ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, თამარ გაბოძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ნინო მელაძემ.

ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე ისაუბრეს. ექსპერტმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა, ბესარიონ ბოხაშვილმა წარმოადგინა ევროპის საბჭოს ინსტიტუტების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მინისტრთა კომიტეტი) მიერ შემუშავებული სტანდარტები, ხოლო აშშ-ს სასამართლოებში ბავშვთა წარმომადგენლობის საუკეთესო პრაქტიკა და ეთიკის საკითხები მიმოიხილა ამერიკელმა ექსპერტმა და პენსილვანიის უნივერსიტეტის (კერის სამართლის სკოლა) პროფესორმა კარა რ. ფინკმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა მესხიშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გელაშვილმა, იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შორენა ბოჭორიშვილმა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ალადაშვილმა გამოსვლებში ხაზი გაუსვეს განსხვავებას ადვოკატისა და პროცედურული წარმომადგენლის როლებს შორის. ამ საკითხებზე მსჯელობამ  აჩვენა, რომ საჭიროა მეტი დისკუსია და თანამშრომლობა ერთიანი გაგებისა და სასამართლო პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები