Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 - 13 თებ, 2023

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა

ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი მხარდაჭერა და ეროვნული კანონმდებლობის იმპლემენტაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის და თანასწორი მოპყრობის მიმართულებით, ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის მეთოდოლოგიისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა. 

მონაწილეებმა განიხილეს ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ საქართველოში ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის, დეინსტიტუციონალიზაციის, ბავშვთა ძალადობისგან დაცვისა და სიღარიბის კუთხით არსებული მდგომარეობის  შესწავლის შედეგები. საუბარი ასევე შეეხო ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ სისტემური ხასიათის გამოწვევებს და მისი გადაჭრის გზებს. 

საბჭოს წევრებმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, ასევე, იმჯელეს სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში საფუძველზე, პარლამენტის მიერ გაზიარებული და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მისამართით გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით საპარლამენტო ზედამხვედველობის გაძლიერების გზებზე. 

საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე  და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე შეთანხმდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის პრიორიტეტული მიმართულებებით ერთობლივ თანამშრომლობაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები