Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 მაი - 08 ივნ, 2024

ბათუმის, ქუთაისისა და ახალციხის იურისტები მიწის რეგისტრაციის საკითხებში გადაემზადნენ

2024 წლის 11, 25 მაისს და 8 ივნისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამ (პროგრამა) სამართლის უზენაესობის ჰაბების მეშვეობით ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან 70 ადვოკატი გადაამზადა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურს (LAS) იურისტებმაა მიიღეს მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც ეხებოდა მიწის რეგისტრაციის საკითხებს და მოიცავდა უძრავი ქონების უფლებების როგორც სისტემატური, ისე სპორადული რეგისტრაციის სამართლებრივ ანალიზს.

ტრენინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი ლევან სანებლიძე უძღვებოდა.

მან იურისტებთან ისაუბრა კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მიწის რეგისტრაციის ისეთ სასამართლო პროცესზე, როდესაც მხარეები ვერ რიგდებიან.

ბ-ნმა სანებლიძემ განიხილა სისტემატური რეგისტრაციის ფარგლებში სარეგისტრაციო წარმოების ვადები, მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, საზღვრების დადგენა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებაზე უარის თქმა და აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა. მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების როლებზე.

ტრენინგი ასევე მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ ასპექტებს, მათზე უცხოელთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებს.

ტრენინგის დასკვნით ნაწილში განიხილა საკუთრების უფლებები, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით აღწერილ და ინტერპრეტირებულ ჭრილში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მათ შორის საქმეები პირის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესახებ (ექსპროპრიაცია).

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები