Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 - 26 ოქტ, 2023

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საჯარო ლექცია კონსტიტუციურ საკითხებზე

2023 წლის 25-26 ოქტომბერს, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბათუმში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის გამართეს ორი საჯარო დისკუსია.

25 ოქტომბერს თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, გიორგი ბერაიამ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, სადაც ყურადღება უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების განხილვაში 37-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

26 ოქტომბერს კი გაიმართა თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრების პრეზენტაცია. მოსაზრება ეხება საკონსტიტუციო სარჩელს საქმეზე ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ეხება  „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2021 წელს შესულ ცვლილებებს. საკონსტიტუციო სარჩელი ეხება მოსამართლეთა დისციპლინურ წარმოებაში შესულ ცვლილებებს, მათ შორის მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გადაყვანის შესაძლებლობას, როგორც დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახეს.

ლევან ჯაყელმა, ბათუმის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, და გიორგი ბერაიამ მიმოიხილეს საქმის სამართლებრივი საკითხები, ხოლო ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებაში, დეტალურად ისაუბრეს კანონმდებლობაზე. ბათუმის სამართლის სტუდენტებმა მარიამ ლორთქიფანიძემ, სოფიკო ჭაღალიძემ, გვანცა ვარშანიძემ და ხატია ლეონიძემ წარმოადგინეს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო და ეროვნული საუკეთესო პრაქტიკა და უპასუხეს თანატოლების შეკითხვებს.

ყველა სტუდენტმა მადლობა გადაუხადა თავისუფალ უნივერსიტეტს სასამართლო მეგობრის მოსაზრების შედგენაში მათი ჩართვისთვის და აღნიშნა, რომ ეს მათთვის განსაკუთრებული და უნიკალური გამოცდილება იყო. გვანცა ვარშანიძემ დასძინა, რომ კვლევაში ჩართვამ მას განუმეორებელი შესაძლებლობა მისცა დაეკავშირებინა თეორია და პრაქტიკა, და გაეღრმავებინა ცოდნა კონსტიტუციურ სამართალსა და სასამართლო დისციპლინურ პროცედურებში.

„ფასდაუდებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე. ადამიანის უფლებები ჩვენი სამართლებრივი სისტემის ბურჯია და მის დასაცავად გადადგმული ყოველი ნაბიჯი დიდი მიღწევაა. პრაქტიკული უნარების დახვეწის გარდა, სასამართლო მეგობრის მოსაზრების პროექტზე ჩვენმა მუშაობამ დიდი მოტივაცია მოგვცა. პროექტის ფარგლებში გამომუშავებული უნარ-ჩვევები სამუდამოდ გამყვება ჩემი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში.“ - განაცხადა სოფიკო ჭაღალიძემ.

მარიამ ლორთქიფანიძემაც ხაზგასმით აღნიშნა პროექტის სარგებელი, „ინფორმაციის კვლევისას მრავალფეროვანი თეორიული ცოდნა დავაგროვე. პროექტმა ფასდაუდებელი პრაქტიკული უნარები განმივითარა, რაც უდავოდ ჩემი, როგორც იურისტის, მომავალის ჩამოყალიბებას ემსახურება. მსგავს პროექტებზე მუშაობის გაგრძელება ჩემი პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები