Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 - 24 სექ, 2023

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენერების ტრენინგი სამართლის პრაქტიკულ უნარებში ხელს უწყობს თანამშრომლობას და აძლიერებს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს

21-23 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერების ტრენინგი სამართლის პრაქტიკულ უნარებში, რომელიც ორგანიზებული იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ტრენინგს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პრაქტიკული უნარების ცენტრის ექსპერტთა გუნდი, მათ შორის სოფიო ჩაჩავა, ანა ლორია, თამარ ხატიაშვილი და ნატალია ახალაძე. ტრენინგს თექვსმეტი მონაწილე დაესწრო, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალიდან და საზღვაო აკადემიიდან, მათ შორის პროფესორები, მოწვეული ლექტორები და იურიდიული დახმარების კლინიკების ხელმძღვანელები, რომელთაც სურთ თავიანთ სამართლის სკოლებში გააუმჯობესონ პრაქტიკული უნარების სწავლების კომპონენტი.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს იურიდიულ განათლებას რეგიონალურ იურიდიულ სასწავლებლებში ტრენინგების ჩატარებით და შესაბამისი რესურსის მიწოდებით, რათა გავაუმჯობესოთ პრაქტიკული იურიდიული უნარების სწავლების ხარისხი. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს მასწავლებლებისა და ცალკეული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც იურიდიული განათლების კომპონენტების, რომელთაც ჩვეულებრივ ნაკლები ყურადრება ეთმობა, უდრეკი საფუძვლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ტრენინგის ფარგლებში ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით შემუშავებული სასწავლო გეგმა. მონაწილეებს ასევე დაურიგდათ სასწავლო მასალები, რომლებიც შექმნილია იურიდიული კვლევისა და წერის, კლიენტებთან ინტერვიუს, მოლაპარაკებების, მედიაციის, პროცედურული უნარებისა და პროფესიული ეთიკის სწავლების გასაადვილებლად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

გარდა ამისა, 11 პროფესორისთვის, მოწვეული ლექტორებისა და ზემოხსენებული სამართლის სკოლების პრაქტიკული სამართლის კლინიკებისა და კერძო სამართლის პროგრამების კლინიკური პროფესორებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ფოკუსირებული იყო სამართლის სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე. ჩატარებულმა ღონისძიებამ ინტერესი გააღვივა სამართლის სკოლებს შორის განხილული საკითხების გარშემო და საფუძველი დაუდო მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

სადისკუსიო ნაწილი მოიცავდა თემებს თუ როგორ უნდა მოვარგოთ პრაქტიკული უნარების კომპონენტები სემინარებს ეფექტური შედეგის მისაღებად, პრაქტიკული მუშაობისთვის მოსწავლეთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრას და ამ კომპონენტების შეფასებისას წამოჭრილი გამოწვევების გადაჭრას თითოეული მოსწავლის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფით. დამატებით, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და სტრატეგიები აღნიშნულ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები