Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 ივლ 2024

ბათუმმა უმასპინძლა დისტოპიურ ლიტერატურისა და საზოგადოებრივი რეფლექსიის შესახებ დისკუსიას

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების სერიის ბოლო საზაფხულო ღონისძიებისთვის ბათუმში ახალგაზრდები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ღონისძიებაზე - სახელწოდებით: ადამიანი სისტემის წინააღმდეგ დისტოპიურ რომანებში, საუბარი შეეხო დისტოპიური ლიტერატურის საწყისებს, მასში თანამედროვე საკითხების ასახვასა და მის როლს როგორც - საზოგადოებისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედების დინამიკაზე დაყრდნობილი გამაფრთხილებელ ნარატივს.

სულ 40-ზე მეტი (იურისტი, სტუდენტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და უბრალო მოქალაქე) მონაწილე ჩაერთო დისტოპიური ნარატივების შესაბამისობასა და გავლენაზე მსჯელობაში.

შეხვედრის მთავარი სპიკერი იყო - გამომცემელი და მთარგმნელი მარიამ კორინთელი, ასევე ცნობილი, როგორც ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?"-ის ბროლის ბუს მფლობელი.

მარიამმა შეხვედრა იმ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე საუბრით გახსნა, რომლებიც ასახავს ტოტალიტარული რეჟიმების მიმართ ინდივიდების წინააღმდეგობას.  მან ყურადღება გაამახვილა ინდივიდების მდგრადობასა და მჩაგვრელ გარემოში ადამიანის უფლებების ადვოკატირების თემებზე. მან მაგალითები აიღო ისეთი საკულტო რომანებიდან, როგორიცაა ჯორჯ ორუელის "1984", მარგარეტ ეტვუდის "მოახლის ზღაპარი" და რეი ბრედბერის "451 ფარენჰეიტით ".

აღნიშნულ რომანებზე საუბრისას მარიამა აღწერა საზოგადოების სახე ავტორიტარული მმართველობისას, სადაც პიროვნების თავისუფლება იზღუდება. მან ხაზი გაუსვა რომანის გმირებს - უინსტონ სმიტს, ოფრედს და გაი მონტაგს - როგორც რეპრესიული სისტემის წინააღმდეგობის სიმბოლოებს და განმარტა, აღნიშნული ისტორიები საზოგადოებისთვის, უკონტროლო ძალაუფლების, სამოქალაქო თავისუფლებების ეროზიისა და ტოტალიტარიზმის არაჰუმანური ეფექტის წინააღმდეგ, გამაფრთხილებელი სიგნალია.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ყველა დისტოპიური მხატვრული ლიტერატურა არ სრულდება იმედისმომცემ ნოტაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დგება გმირისთვის, ამ პიროვნებების მიერ გადადგმული მცირე ნაბიჯებიც კი იწვევს საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგებს. მან პარალელი გაავლო პლატონის მღვიმის ალეგორიასთან, რომელიც ხაზს უსვამს რეალობის შესახებ ყოველი ვარაუდის ეჭვქვეშ დაყენების მნიშვნელობას. სპიკერის რწმენით, ეს არის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისა და სტატუს კვოსთან ჭიდილისთვის ძლიერი გზა.

მონაწილეებში განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია ორუელის „1984“-მა. შეხვედრისას მიმდინარე გლობალურ სიტუაციებთან რომანის გასაოცარი მსგავსება აღინიშნა. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა რომანის თემებიზე, თვალთვალზე, პროპაგანდასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაზე, რომელიც დღევანდელ სამყაროში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. აღნიშნიშნული კავშირების გამოვლენამ მონაწილეებს შორის ღრმა რეზონანსი გამოიწვია, მათ განსაზღვრეს პარალელები ორუელის დისტოპიურ ხედვასა და თანამედროვე გამოწვევებს შორის, კერძოდ ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების მიმართ მთელ მსოფლიოში.

შეხვედრა მარიამ კორინთელმა მარგარეტ ეტვუდის ცნობილი ციტატით დაასრულა : "მე არ ვარ წინასწარმეტყველი. სამეცნიერო ფანტასტიკა აწმყოზე მოგვითხრობს", რაც ხაზს უსვამს დისტოპიური ლიტერატურის როლს, რომელიც  თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებსა და პოლიტიკური კლიმატის ჰფენს ნათლს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები