Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 აპრ 2023

ბათუმში ფორუმი - არბიტრაჟი ბიზნესისთვის - გაიმართა

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ,  ფორუმს სახელწოდებით - არბიტრაჟი ბიზნესისთვის -  უმასპინძლა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.   მას ორმოცდაათი იურისტი და ადგილობრივი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჯაბა გველებიანმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ნილ ვაინსტაინმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ფორუმის მსვლელობისას პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც არბიტრაჟის სფეროში მოღვაწე გამოცდილმა პროფესიონალებმა ბიზნესის წარმატებაში არბიტრაჟის როლის შესახებ იმსჯელეს. პანელზე განიხილეს შემდეგი საკითხები:  არბიტრაჟის უპირატესობები ბიზნეს დავებში, ინსტიტუციური არბიტრაჟის როლი ბიზნეს დავებში და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ად ჰოკ არბიტრაჟის წესები.

„დღეს მე გესაუბრებით როგორც არა საერთაშორისო განვითარების პროგრამების პროფესიონალი, არამედ იურისტი, რომელიც აშშ-ში 12 წლის განმავლობაში სასამართლოს გზით კომერციული დავების განხილვაში იყო ჩართული. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს კლიენტებს ყოველთვის ვურჩევდი, რომ დავა არბიტრაჟისა და მედიაციის გზით გადაეწყვიტათ და რომ იმ საქმეთა დიდი უმრავლესობა, რომლებსაც მე ვუძღვებოდი, სასამართლოს გარეშე, ერთ-ერთი ამ მექანიზმის გამოყენებით წყდებოდა“, განაცხადა ნილ ვაინსტაინმა მისასალმებელ სიტყვაში.

„პროცესის მოქნილობა და სისწრაფე, მხარეთა საჭიროების მიხედვით არბიტრთა დანიშვნის შესაძლებლობა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საბოლოობა, და საერთაშორისო აღსრულების შესაძლებლობა და კონფიდენციალურობა არბიტრაჟის ძირითად უპირატესობებს წარმოადგენს“, განაცხადა ჯაბა გველებიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ფორუმმა უნიკალური საშუალება მისცა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მეტი გაეგოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც არბიტრაჟი დავების უფრო ეფექტურად გადაწყვეტის საქმეში სთავაზობს. მან კმაყოფილება გამოხატა კერძო სექტორის ჩართულობისა და ინტერესის გამო და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხდება დავის გადაწყვეტის სისტემის გაუმჯობესება საქართველოში.  

მონაწილეთა შეკითხვები შეეხებოდა იმ უპირატესობებსა და რისკებს, რასაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების საბოლოობა ქმნის, როგორ მუშაობს უზრუნველყოფის ღონისძიებები არბიტრაჟში, ასევე არჩევანი, რომელიც საჭიროა გაკეთდეს არბიტრთა რაოდენობასთან, გამოსაყენებელ სამართალსა და საარბიტრაჟო წესებთან მიმართებაში.

ფორუმის დახმარებით მონაწილეებს შორის არბიტრაჟის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოხდა. მათ შეიტყვეს, თუ როგორ უნდა მოარგონ ბიზნესებმა დავის გადაჭრის საშუალებები საკუთარ საჭიროებებს, და როგორ შეუძლია არბიტრაჟს დაეხმაროს ბიზნესებს, რომ მათ საკუთარი კომერციული დავების სწრაფი და სანდო გზით გადაწყვეტა შეძლონ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები