Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 - 17 სექ, 2023

ბენჩბუქების შემუშავება ქალთა უფლებების, ბავშვთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების თემაზე

ბენჩბუქი არის შეუცვლელი საცნობარო, დამხმარე სახელმძღვანელო მოსამართლეებისათვის, რომელიც მათთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა სფეროში არსებულ სამართლებრივს რჩევებს. ეს რესურსი ეხმარება მოსამართლეებს მოქმედი კანონმდებლობისა და პრეცედენტული სამართლის შესაბამისად მიუდგნენ ყოველდღიურ საკითხებს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

დღეისათვის საქართველოს იურიდიულ სისტემას არ გააჩნია ამ ტიპის ბენჩბუქები,  ამდენად, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით სამი ბენჩბუქის შემუშავება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ზოგადად იურიდიული საზოგადოების, ისე კონკრეტულად ქართველი მოსამართლეებისთვის.

15-17 სექტემბერს, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ამერიკელ ექსპერტ პატრიცია ნუნანთან ერთად, ბენჩბუქებზე სამუშაოდ, სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით: გამოხატვის თავისუფლება, ქალთა უფლებები და ბავშვთა უფლებები. მოსამართლეები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში, ასევე არიან პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფების წევრები, რომლებიც ფოკუსირებულია ზემოაღნიშნულ სფეროებზე.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ ხაზგასმით აღნიშნა მოსამართლეების ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისას ბენჩბუქების დანერგვის მნიშვნელობა: „არ არსებობს უნივერსალური წესი, როდესაც საქმე ამ ტიპის სახელმძღვანელოს შექმნას ეხება. უმჯობესია მონაწილე მოსამართლეებმა ერთობლივად განსაზღვრონ ამ რესურსების ტიპი, მოცულობა, შინაარსი და სტილი, რათა შექმნილი პროდუქტი სწორად მიუსადაგონ ქართველი მოსამართლეების რეალურ საჭიროებებს.“

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოწვეულმა ექსპერტმა, პატრიცია ნუნანმა მოსამართლეებს გააცნო ბენჩბუქის კონცეფცია, მისი მიზნები, ტიპები და სტანდარტული პროცესი შეერთებულ შტატებში ბენჩბუქების შედგენის, განახლებისა და გავრცელებისა. ის მონაწილეებს ასევე დაეხმარა მოსამართლეთა კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირებაში, სამართლის თითოეულ შესაბამის სფეროში.

მონაწილე მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მოქმედი პრეცედენტების მოძიებისას, მათ ხშირად უხდებათ კოლეგებთან, მათ შორის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებთან კომუნიკაცია, რათა მოიკვლიონ შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკა. ბენჩბუქებმა მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს ეს პროცესი. მათ, მოკლე და მოსახერხებელი სახით, უნდა გააერთიანონ მოქმედი კანონმდებლობა და პრეცედენტული სამართალი შესაბამის თემებზე. გარდა ამისა, ბენჩბუქი გამოკვეთს იმ საკითხებსაც, რომლებზეც არ არსებობს მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ან სტანდარტები და  მიუთითებს იმ სანდო სამართლებრივ რესურსებს, რომლებსაც მოსამართლეები შეიძლება დაეყრდნონ რთული საქმეების გადაწყვეტისას.

მონაწილე მოსამართლეები დაიყვნენ სამ სამუშაო ჯგუფად ბავშვების უფლებების, ქალთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. აქტიური დისკუსიების მეშვეობით, მათ გამოკვეთეს ბენჩბუქებით დასაფარი საკითხები და განსაზღვრეს სავარაუდო სტრუქტურა. მათ ასევე შეიმუშავეს დეტალური სტრუქტურა ცალკეული თავებისთვის და გაანაწილეს მოვალეობები ჯგუფებს შიგნით.

თითოეული ბენჩბუქის სამუშაო ჯგუფი ხელახლა შეიკრიბა ექსპერტთან ერთად 19-დან 21 ოქტომბრის პერიოდში, რათა დაესრულებინათ შესაბამისი ბენჩბუქების მონახაზის პროექტი და შეეთანხმებინათ პროექტის განხორციელების გეგმა, სამუშაო პროცესის პროგრესისა და ვადების მონიტორინგის ჩათვლით. დასრულების შემდეგ, ბენჩბუქები გამოქვეყნდება ელექტრონულად, რაც არა მხოლოდ  ხელმისაწვდომს გახდის მათ, არამედ გაადვილებს ცვლილებების შეტანის ან სამომავლოდ, ახალი საკითხების ჩამატების პროცესსაც.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები