Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 დეკ 2024

გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის: პარალეგალების ინიციატივა ახალციხეში დაიწყო

2024 წლის 20 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS) პარტნიორობით, გამართა ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 15 სტუდენტი-პარალეგალისთვის ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის ძირითად საკითხებზე. ღონისძიების ახალციხის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში ჩატარება - აღნიშნავდა პროგრამის ,გავხადოთ მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი ყველასთვის – პარალეგალების ინიციატივის რეგიონში დაწყებას . ეს ინიციატივა უკვე წარმატებით განხორციელდა აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ( 2022 წლიდან პროგრამის ბათუმისა და ქუთაისის სამართლის უზენაესობის ჰაბების მეშვეობით).

ტრენინგს ადამიანის უფლებათა ექსპერტი გიორგი ბურჯანაძე გაუძღვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დასახმარებლად აუცილებელია ადამიანის უფლებების პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. მისი პრეზენტაცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებების ისტორია საქართველოში და მათი ასახვა კონსტიტუციაში; ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია; ამ უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები; ძირითადი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების და დისკრიმინაციის აკრძალვა; გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლები.

პარალეგალების ინიციატივის ძირითადი მიზანია ადგილობრივ თემებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა ყველა პირისთვის. პროგრამა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საჭირო სამართლებრივი ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით, მათ შესაძლებლობას აძლევს, თემებთან შეხვედრებისას გაავრცელონ სამართლებრივი ინფორმაცია. ეს მოიცავს ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფო და არასახელმწიფო სამართლებრივი დახმარების სერვისებზე და მართლმსაჯულებაზე წვდომის სხვა ინსტრუმენტებზე ცნობების გაზიარებას.

პარალეგალების ინიციატივამ თავისი დაარსების დღიდან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სტუდენტი-პარალეგალები აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, უკვე ჩატარებული აქვთ 31 თემთან შეხვედრა და 1,350-ზე მეტი პირი მიაწვდეს ინფორმაცია.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები