Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 იან 2024

გენდერული თანასწორობის განვითარება სასამართლო სისტემაში: ცოდნის გაზიარება მოსამართლე ქალთა საერთაშორისო კონფერენციებიდან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და თბილისში ა.შ.შ. საელჩოს ანტიკორუფციული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) ორგანიზებით მოეწყო ვებინარი ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებიც ამავდროულად არიან ქალთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის წევრები.

ღონისძიება გახსნეს პატრიცია უილდერმუტმა, INL-ის უფროსმა სასამართლო მრჩეველმა და რუსუდან ტაბატაძემ, სამართლის უზენაესობის პროგრამის მენეჯერმა USAID/კავკასიაში.

ვებინარის დროს თერთმეტმა ქართველმა მოსამართლემ, რომლებმაც ახლახანს მონაწილეობა მიიღეს ქალ მოსამართლეა საერთაშორისო კონფერენციაში (IAWJ) მაროკოში და ამერიკის ქალ მოსამართლეთა ეროვნულ ასოციაციის (NAWJ) კონფერენციაში, ინდიანაპოლისში, ერთმანეთს და კოლეგებს გაუზიარეს ამ კონფერენციებიდან მიღებული ცოდნა, თუ როგორ შთააგონა ისინი ამ გამოცდილებამ, რომ კიდევ უფრო გულმოდგინედ იმუშავონ ქალთა უფლებების დასაცავად.

ვებინარის ერთ სესიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჩიხლაძე მოდერატორობდა, რომლის ფარგლებშიც სხვა სამ მოსამართლესთან ერთად, ისაუბრეს აქტიური ქალი მოსამართლეების მნიშვნელობისა და იმ უნიკალური წვლილის შესახებ, რომელიც ქალი მოსამართლეებს შეუძლიათ შეიტანონ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაში, გენდერულ ძალადობის აღკვეთაში და საოჯახო დავების სამართლიანად განხილვაში.

შემდეგ სესიაზე დისკუსია გაფართოვდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ქალმა მოსამართლეებმა ისაუბრეს იმ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებსაც აწყდებიან პროფესიული საქმიანობისას, გამოწვევაზე იყვნენ აღიარებულნი, როგორც კომპეტენტური და მცოდნე, თანაბრად მათი მამაკაცი კოლეგებისა, და ამ ყველაფერთან გამკლავების ტექნიკებზე. ხაზგასმით აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე წუხილის ერთმანეთთან გაზიარება და სირთულეების ერთობლივად დაძლევა.

ყველა გამომსვლელმა მოსამართლემ გამოთქვა აღფრთოვანება იმის გამო, რაც მათ ნახეს და მოისმინეს კონფერენციებზე - შეხვდნენ შთამაგონებელ მომხსენებლებს და აღმოაჩინეს, რომ ქალი მოსამართლეები მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან მთელ მსოფლიოში. მათ მტკიცედ მოუწოდეს თავიანთ კოლეგებს გამოიყენონ მომავალი შესაძლებლობები NAWJ-ისა და IAWJ-ის აქტივობებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები