Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

2024 წლის 3 დეკემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

IACA-ს პრეზიდენტმა პამელა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენცია შეესაბამება IACA-ს მისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს: სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას განვითარებად დემოკრატიულ ქვეყნებში. ანალოგიურად, EWMI-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ დიტრიხმა ხაზი გაუსვა EWMI-ის მოწინავე როლს სამართლის უზენაესობის პროგრამების მეშვეობით საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების (PCJ) მიდგომების განვითარებაში საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. USAID-ის უფროსმა მრჩეველმა სამართლის უზენაესობის საკითხებში, ენდრიუ სოლომონმა მიმოიხილა USAID-ის მუდმივი მზაობა PCJ-ის ინიციატივების მხარდასაჭერად, ხაზი გაუსვა მის ცენტრალურ როლს მონაწილე ქვეყნების მართლმსაჯულების პროექტებში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები USAID-ის მიერ დაფინანსებული სამართლის უზენაესობის იმ პროექტების მიღწევებზე, რომლებსაც EWMI საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ახორციელებს. ძირითადი თემები მოიცავდა PCJ-ის პერსპექტივებს, მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობას, სამართლებრივ ცნობიერებას და საზოგადოების რეაგირებას გენდერულ ძალადობაზე.

დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველმა საზოგადოების ჩართულობის საკითხებში, გააზიარა საქართველოში PCJ-ის დანერგვის სტრატეგიები. მან განიხილა მართლმსაჯულების სექტორს, აკადემიურ წრეებს, იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაციებს, ადვოკატთა ასოციაციებსა და სათემო ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის სტრატეგიები. 

ქ-ნმა ნაზირა რამზანოვამ, USAID Ukuk Bulagy პროექტის საზოგადეობაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ოფიცერმა ყირგიზეთში, ისაუბრა ადგილობრივი მართლმსაჯულების ჯგუფების მეშვეობით PCJ-ის ინიციატივების განხორციელებაზე და ხაზი გაუსვა, როგორც სამართლებრივი წიგნიერების გაზრდის, ასევე ამ პროცესში რეგიონალური დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობას.

ბ-ნ ჯალოლიდინ ბადალოვმა, უზბეკეთში სასამართლო სისტემის გაძლიერების პროექტის საჯარო განათლების ექსპერტმა, დეტალურად განიხილა უზბეკეთის მართლმსაჯულების სისტემაში სამართლებრივი ცნობიერებისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად  მიმართული საქმიანობები.

დასკვნით სესიას უძღვებოდა ქალბატონი ბრიტნი დეივისი, მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის ასოცირებული დირექტორი. ცენტრი არის EWMI-ის მთავარი პარტნიორი საქართველოსა და ყირგიზეთში მიმდინარე PCJ აქტივობებში. მან წარმოადგინა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოორდინირებული საზოგადოებრივი რეაგირების (Coordinated Community Response) არსებული მოდელის სიღრმისეული მიმოხილვა და ხაზი გაუსვა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სათემო დონეზე თანამშრომლობითი ძალისხმევის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობას.

კონფერენციას ესწრებოდა 150 მონაწილე მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, გარდა მასში მონაწილე ქვეყნებისა, სხვა 20-ზე მეტი სახელმწიფოდან.

ნახეთ კონფერენციის სრული ვიდეო აქ: https://youtu.be/C5YZoRKj1t

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები