Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 ივლ 2023

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნიდერლანდებში მნიშვნელოვანი სასწავლო ვიზიტი დაასრულა

“მინდა, მადლობა გადავუხადო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას და ამერიკელ ხალხს შესაძლებლობისათვის, მონაწილეობა მიმეღო ამ შესანიშნავ პროგრამაში. ნიდერლანდებში ვიზიტი ჩემთვის, როგორც მოქმედი მოსამართლის და პროფესორისთვის, სასარგებლო გამოცდილება იყო. ამ გამოცდილებას კი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენს სტუდენტებს და საზოგადოებას მოვახმარ.“ - განაცხადა გორის რაიონულმა სასამართლომ მოსამართლე ლევან დარბაიძემ, რომელმაც ახლახან დაასრულა ნიდერლანდებში ვიზიტი (2-15 ივლისი).

ქალაქ ლეიდენში ყოფნის პერიოდში მოსამართლე დარბაიძემ გაიარა ყოვლისმომცველი სასწავლო კურსი ბავშვთა საერთაშორისო უფლებების მიმართულებით ლეიდენის უნივერსიტეტში. ის მადლიერია, რომ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ბავშვთა უფლებების სფეროში არსებულ უახლეს გამოწვევებსა და ტენდენციებს ევროპაში.

კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპები; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის დაცვის და მართლმსაჯულების სისტემაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტები; ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის ეფექტური საშუალებები; მოსამართლის როლი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების საქმეთა განხილვისას; არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის დანიშვნის ძირითადი პრინციპები; აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები; განრიდება-მედიაციის როლი ბავშვთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საქმეში; არასრულწლოვანთა მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები; ბავშის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის გარანტიები; ბავშვის ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ა.შ.  

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მოსამართლე დარბაიძეს ეწვია ლეიდენის და ჰააგის სასამართლოებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და საოჯახო სამართლის მიმართულებით, ჰქონდა შეხვედრები მოსამართლეებთან და სასამართლოს თავმჯდომარეებთან. ამ პროცესში, ის უშუალოდ მოსამართლეებისგან გაეცნო იმ ძირითად პრინციპებს, რომლის საფუძველზე ამსტერდამის და როტერდამის სასამართლოებში შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო, თანამედროვე სასამართლო დარბაზები, მოსამართლეთა საერთო სამუშაო ოთახები, სრულად ელექტრონული სამართალწარმოება სასამართლოებში, დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაკითხვის თანამედროვე ევროპული სივრცეები, ბავშვის სარეაბილიტაციო დაწესებულებები და ა.შ.

„ასევე მქონდა საინტერესო შეხვედრები ლეიდენის ბავშვის უფლებათა სახლში, სადაც ამ სფეროში მომუშავე მკვლევარებთან ძალზედ საინტერესო დისკუსიები გაიმართა. ასევე შევხვდი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ სხვა აქტორებსაც, კერძოდ, პროკურორებს, სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.“ - აღნიშნა მოსამართლე დარბაიძემ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები