Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 ნოე 2023

გორში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქ. გორში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს, თამარ იმნაიშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ირაკლი გელოვანმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს მედიაციისა და მისი უპირატესობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ოცდასამმა ადგილობრივმა აქტორმა და მედიაციის პოტენციურმა მომხმარებელმა მედიაციის სხვადასხვა ასპექტის შესახებ გამომსვლელების მოსაზრებები მოისმინა, რაც მოიცავდა ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს მედიაცია, რა დადებითი მხარეები გააჩნია მას, რა ტიპის დავებისათვის გამოიყენება იგი, რა სახის ხარჯები უკავშირდება მედიაციის პროცესს, რა ფუნდამენტური პრინციპები და პროცედურები არსებობს, რა განსხვავებაა სასამართლო და კერძო მედიაციას შორის. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება პროცესში მედიატორის ჩართვა.

შეხვედრის ფასილიტატორებმა მონაწილეებს წარმატებული სამედიაციო საქმეებისა და საუკეთესო პრაქტიკის კონკრეტული მაგალითები გაუზიარეს. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა დავის მოგვარების ეს საშუალება და  განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს მედიატორის პროფესიის დაუფლებასთან დაკავშირებით. ისინი ასევე დაინტერესდნენ, თუ რა ხანგრძლივობისაა პროცედურები, რაც ამ პროცესს უკავშირდება. შემდეგი მსგავსი ტიპის შეხვედრა 2023 წლის 17 ნოემბერს ქ. ბათუმში იგეგმება.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები