Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 23 სექ, 2023

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აძლიერებს იურიდიულ განათლებას რეგიონულ უნივერსიტეტებში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ექვსი რეგიონული უნივერსიტეტის ლექტორებისთვის ექვსდღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომელიც 18-დან 23 სექტემბრამდე გრძელდებოდა.

ტრენინგი მორგებული იყო რეგიონალური ლექტორების იურიდიული ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებაზე, რაც მიზნად ისახავდა მათი ცოდნის გაღრმავებას იურიდიულ საკითხებსა და ეფექტური სწავლების ტექნიკით აღჭურვას.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა იურიდიული დისციპლინების ფართო სპექტრს, მათ შორის სამართალის სისტემებს, კონსტიტუციურ, საერთაშორისო, ევროკავშირის, ადამიანის უფლებების, სისხლის, დელიქტურ და კონტრაქტების სამართალს. პროგრამამ ტრენინგში მონაწილე მასწავლებლები თავიანთი სტუდენტებისთვის უფრო ეფექტური ინსტრუქციების მიცემისკენ მომართა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 11 ლექტორმა, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

აღნიშნული ინიციატივა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტის ნაწილია, რომელიც გათვალისწინებულია თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისადმი გაცემულ გრანტში. ამასთანავე, იურიდიული ინგლისურის ლექტორების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ხუთ რეგიონულ უნივერსიტეტთან შედგა თანამშრომლობა. პროექტის მიზნები მოიცავს ლექტორების უკეთ გათვითცნობიერებას ძირითად სამართლებრივ საკითხებში, მათ დახმარებას სალექციო თემების არჩევაში და იურიდიული ინგლისურისა და იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნის გაუმჯობესებაში. ტრენინგის შედეგად ლექტორები უკეთ შეძლებენ სტუდენტებისთვის კომპლექსური სამართლებრივი ცნებების ახსნასა და სწავლების თანამედროვე და ეფექტური მეთოდოლოგიების გააზრებას. გრანტით გათვალისწინებული პროექტის დასასრულს განახლდება იურიდიული ინგლისურის კურსების სილაბუსები ყველა მონაწილე უნივერსიტეტში.

პროექტის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის ივლისამდე გაგრძელდება, სწავლებასა და ქოუჩინგს ახორციელებს იურიდიული ენის ცენტრის ხელმძღვანელი და TEFL-ის მასწავლებელი, დოქტორი ხატია თანდილაშვილი. პროექტის მეშვეობით ლექტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საფუძვლიანად დაგეგმილი აქტივობების მეშვეობით შეიმუშაონ მექანიზმი ამომწურავად გაეცნონ სამართლებრივ საკითხებს და დანერგონ იურიდიული ინგლისურის სწავლების ეფექტური მეთოდოლოგიები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები