Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 აპრ 2024

გრიგოლ რობახიძის სახელობის უნივერსიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საჯარო განხილვა

2024 წლის 29 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ეწვიენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს  და სამართლის სკოლის 100-ზე მეტ სტუდენტთან და პროფესორებთან ერთად იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს ორ გადაწყვეტილებაზე განათლების უფლებასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ შეხვედრის გახსნისას ისაუბრა ღია აკადემიური დისკუსიის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სასამართლოსთან და USAID-თან პარტნიორობაზე. ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, რომელიც მიესალმა საზოგადოებას  და მოდერატორობა გასწია დისკუსიისა საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლის, მანანა კობახიძისა და ევა გოცირიძის მონაწილეობით.

მანანა კობახიძემ  #2/7/1528 და #2/3/1559გადაწყვეტილებებს ვრცელი პრეზენტაცია მიუძღვნა. ორივე საქმე განიხილეს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ორივე შემთხვევაში სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. პირველ საქმეში სადავო ნორმებიგ გამორიცხავდა დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას.  მეორე საქმეში,  სადავო ნორმა უკრძალავდა აბიტურიენტს უფლებას მოეთხოვა დამატებითი ტესტირების ჩატარება, მაშიცა კი თუ ისინი ვერ გამოცხადდებოდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ობიექტური მიზეზის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა რომ არც რესურსების დაზოგვის  და არც თანასწორად შეფასების ინტერესი ამართლებდა უმაღლესი განათლების და შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას, რასაც ითვალისწინებდა სადავო დებულება.

დამსწრეთა შეკითხვების პასუხად მოსამართლეებმა საინტერესო და ინფორმაციული განმარტებებ გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშრებით, მათ შორის თითოეულ საქმეში მოყვანილი არგუმენტებისა და შესაბამისი დარგის პროფესიონალებთან მსჯელობის შესახებ. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განაგრძობს საკონსტიტუციო სასამართლოს უახლეს გადაწყვეტილებებზე მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები