Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 ივლ 2024

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებისა და სასამართლო ხელისუფლების დანაწილების შესახებ დისკუსია გამართა

2024 წლის 24 ივლისს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით უმასპინძლა დისკუსიას საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ძირითადი რეფორმების ამსახველი დოკუმენტით, “ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული საკითხების – მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებისა და სასამართლო სისტემაში ძალაუფლების დანაწილების შესახებ. ღონისძიებაში ორმოცდაათზე მეტი მოსამართლე, იურისტი, მკვლევარი, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური სფეროს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდა.

ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰანს პიტერ გრავიერმა სასამართლოსადმი ნდობასა და იუსტიციის საბჭოს სხვადასხვა მოდელების ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა. Democracy Reporting International Berlin-ის მართლმსაჯულების სისტემების მკვლევარმა, დოქტორმა ნინო წერეთელმა დამსწრე საზოგადოებას ევროპულ ქვეყნებში იუსტიციის საბჭოს განვითარების სხვადასხვა მოდელები გააცნო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა კი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვაში იუსტიციის საბჭოს ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება. სიერა-ლეონეს გაეროს სპეციალური ტრიბუნალის წევრმა, ავსტრიელმა მოსამართლემ, რენატე ვინტერმა განმარტა, თუ რატომ არის პრობლემური ადმინისტრაციული უფლებამოსილების კონცენტრაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში.

დრეზდენის უმაღლესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ულრიხ ჰაგენლოხმა მოსამართლეთა შემოწმების (ვეტინგის) პროცესის დადებითი მხარეებსა და მოსამართლეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ურთიერთმიმართებაზე გაამახვილა ყურადღება. უკრაინის ექსპერტების მრჩეველთა ჯგუფის (AGE) თავმჯდომარემ, ლიუბლიანას სამხარეო სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა ალეშ ზალარმა კი მონაწილეებს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს  მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურა და კრიტერიუმები გააცნო, რომლებსაც AGE ითვალისწინებს.

პლატფორმა „კომენტარის“ წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა მოსამართლეთა ვეტინგის იმ წინაპირობებზე, ფორმებსა და ძირითად რისკებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის ამოქმედებისას იქნას გათვალისწინებული.

ღონისძიება დაასრულა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა, გიორგი დავითურმა, რომელმაც  კეთილსინდისიერების შემოწმების განსახორციელებლად აუცილებელ პოლიტიკურ ნებასა და  საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები