Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
04 ნოე 2022

დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია

დღეს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების და გეგმების შესახებ შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ბიზნეს ასოციაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, რომ „ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია არ ხდება მიზანმიმართულად და უფრო მეტ წილად გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს რა არის ან რა შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად და როგორ აარიდონ თავი ასეთ შემთხვევებს. ამის ძალისხმევის საუკეთესო მაგალითია ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც შემუშავდა და რომლის შესახებაც ინსპექციის სამსახური საზოგადოების ცნობიერების ფართო კამპანიის განხორციელებას გეგმავს.“

„საქართველოში მართლმსაჯულების მისაწვდომობის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანასწორობის უფლების გაძლიერებას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ანტიდისკრიმინაციული კანონის შემუშავებამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების კუთხით. გაუმჯობესდა შრომის კანონმდებლობა და მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა უფლებების, თანასწორობის უფლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ საკანონმდებლო გარემოს არსებობა საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით აღსრულების თვალსაზრისით უდიდესი როლი აქვს შრომის ინსპექციას. ასევე ვფიქრობთ, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, სახელმწიფოებრივი საკითხია და ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობას და ერთობლივ ადვოკატირებას გულისხმობს.“ - აღნიშნა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. 

„ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ  - დამსაქმებლის თუ დასაქმებულის - მსოფლმხედველობის ცვლილებასა და მათ მიდგომებს. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მხარი დაგვეჭირა ამ სახელმძღვანელოს მომზადების და გამოცემის პროცესისთვის და დიდი იმედი გვაქვს, რომ მას ფართო გამოყენება ექნება.“ - დასძინა მან.

მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. 

ღონისძიებაზე ვაკანსიის გამოცხადების დროს დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების პრეზენტაცია შედგა. დოკუმენტი შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - კერძო და საჯარო დაწესებულებებისთვის - გამოიცა [ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე]. მასში განმარტებულია ის ძირითადი პრინციპები, რაც წინასახელშეკრულებო ეტაპზე დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რათა თავიდან აირიდოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. 

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა შრომის ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ კუთხით უწყება მუდმივ რეჟიმში ატარებს ინსპექტირებას სხვადასხვა დაწესებულებაში, უკვე არსებული შრომითი ურთიერთობებისა და წინასახელშეკრულებო ეტაპებზე. ვაკანსიის შესახებ ტექსტის მომზადება და გამოქვეყნება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და დაუსაბუთებლად არ გამორიცხავდეს ადამიანთა რომელიმე ჯგუფის ხელმისაწვდომობას დასაქმებაზე.   

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები