Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 მაი 2023

დისკრიმინაციის საქმეებზე დისკუსია აშშ-ს გამოცდილებიდან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოწვეული ამერიკელი მოსამართლე პეგი უოლკერი და საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის იურისტი, ქეით კონიერსი შეხვდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და ამავდროულად საიას სტაჟიორებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტის ქუთაისის ოფისში და მოისმინეს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები აშშ-ს მაგალითზე.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე უოკერს აქვს ოცდაათ წელზე მეტი გამოცდილება ჯორჯიის შტატში სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის და საქართველოში კი ის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში სპეციალიზებულ მოსამართლეებს გაუწევს მენტორინგს.

დისკუსია ორიენტირებული იყო იუტას ანტიდისკრიმინაციული აქტის გარშემო, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა რასა, ფერი, რელიგია, სქესი, ასაკი, ეროვნული წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ორსულობა, მშობიარობა ან ორსულობასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანტიდისკრიმინაციულ საკითხს, რომელიც საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით არ განიხილება დისკრიმინაციის საფუძვლად. იუტას კანონი არალეგალურად აცხადებს დამსაქმებლის მიერ შურისძიებას თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის წინააღმდეგობის ან ბრალდების წარდგენის, ჩვენების მიცემის ან მონაწილეობისთვის ნებისმიერ სამართალწარმოებაში, გამოძიებაში ან მოსმენაზე დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.

ქალბატონმა კონიერსმა, რომელიც ახორციელებს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) იურისტთა გრძელვადიან სწავლებას დასავლეთ საქართველოში, განიხილა დისკრიმინაციის შემთხვევებისა და პროცედურების საფუძველი აშშ-ს შტატისა და ფედერალური კანონის რეგულაციებით. მან ასევე სტუდენტებს მიაწოდა 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ იუტაში, დისკრიმინაციის ყველაზე მეტი საქმე აღიძრა შურისძიების საფუძველზე (500), შემდეგ მოდის სქესი (400), შეზღუდული შესაძლებლობები (300), ასაკი (200), რელიგია (50) და თანასწორი ანაზღაურება (10).

სტუდენტებთან შეხვედრაზე მოსამართლე უოკერმა ისაუბრა პატიოსნებისა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე, რომლებიც საჭიროა ადვოკატებისა და მოსამართლეებისთვის. მან სტუდენტებს შეახსენა იურიდიული პროფესიის გამოწვევები და მოუწოდა მათ აირჩიონ სწორი გზა, ვიდრე მარტივი, რათა დაიმსახურონ ქართული საზოგადოების პატივისცემა და ნდობა.

მონაწილეები შთაგონებულები იყვნენ დისკუსიით და გადაწყვიტეს დაესწრნონ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომავალ სხდომას დისკრიმინაციის საქმეზე, რომელშიც მოსარჩელეს წარმოადგენს საიას ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე დარინა სალდაძე. მოსამართლე უოკერი და სტუდენტები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო სხდომის შემდეგ დისკუსია გააგრძელონ და დისკრიმინაციის საქმეებში ადვოკატების მიდგომა შეისწავლონ.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები