Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 მაი 2024

დისკუსია კანონის უზენაესობის საფრთხეებზე ევროპაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით

2024 წლის 27 მაისს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კანონის უზენაესობის საფრთხეების შესახებ საერთაშორისო ონლაინ დისკუსია გამართეს. შეხვედრას 24 მონაწილე, მათ შორის დარგის პროფესიონალები, სასამართლოს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მომხსენებლებმა, პიტერ ჩუროშმა ორგანიზაცია Via Iuris-სა და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიიდან და ჯიმ მოლიტერნომ ვაშინგტონისა და ლი უნივერსიტეტიდან, დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია სლოვაკეთში, პოლონეთსა და უნგრეთში პოპულიზმის შედეგებსა და მის გავლენაზე კანონის უზენაესობაზე. ისაუბრეს აღნიშნულ ქვეყნებში კანონის უზენაესობის სისტემატურ გამოწვევებზე და პარალელები გაავლეს საქართველოში არსებულ მსგავს ტენდენციებთან.

პიტერ ჩუროშმა პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა და სასამართლო სისტემაში სისტემური ჩარევების გავლენასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე დაწესებული შეზღუდვებზე ისაუბრა. ჯიმ მოლიტერნომ ისტორიული მაგალითების მოყვანისას ყურადღება გაამახვილა სლოვაკეთში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაცვის მცდელობებზე. გარკვეული პოზიტიური რეფორმების მიუხედავად, მოლიტერნომ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმდინარე გამოწვევებს გაუსვა ხაზი.

მონაწილეებმა გაავლეს პარალელები სლოვაკეთსა და საქართველოს კანონმდებლობებს შორის. ისაუბრეს იმ კანონებზე რომლებმაც შეიძლება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების სტიგმატიზებას შეუწყოს ხელი და საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

დისკუსია სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის ფარგლებში იმართება და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ქსელი აერთიანებს 59 წევრს აშშ-ს, ევროპის, აზიის, და ლათინური ამერიკის 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები