2024 წლის 7 მარტს, ზუგდიდში, ექსპერტებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წრისგან 50 მონაწილის წინაშე განიხილეს სამეგრელოს რეგიონში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებსი არსებული გამოწვევები.
ღონისძიება იურიდიული დახმარების სამსახურმა (LAS) ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა.
დისკუსია გახსნა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, სამართლის უზენაესობის რეგიონულმა მრჩეველმა ირინა ლორთქიფანიძემ, LAS-ის ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ნოზაძემ და ზუგდიდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა ნინო მაქაცარიამ.
დისკუსიის მოწვეულმა მომხსენებლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, გოგი რევიამ მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა და ქალთა ოთახის კოორდინატორმა ნინო გვაგვალია (საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, არის სივრცე, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და უფრო აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალურ საქმიანობაში) მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამების თაობაზე. ქალბატონმა გვაგვალიამ განმარტა, რომ ეს პროგრამები ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ მხარდაჭერას, ბინის ქირით დახმარებას, სოციალური გამოწვევის წინაშე მყოფი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ინტეგრირებაზე საზოგადოებაში. ბ-ნმა რევიამ წარმოადგინა წლიური ანგარიში რეგიონში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გენდერულ საკითხებში. გენდერული თანასწორობის პროგრამებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პოზიტიური ზრდის მიუხედავად, ბ-ნმა რევიამ ხაზი გაუსვა რეგიონში ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას.
ნიკა გოგიამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, განსაკუთრებით დაზარალებულ ქალთა და არასრულწლოვან მსხვერპლთა/მოწმეთა გამოკითხვისთვის ოთახების ნაკლებობას გამოძიების ეტაპზე.
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა ნინო მაქაცარიამ ხაზი გაუსვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ რეგიონში ქალებისთვის ხელმისაწვდომი სამაგისტრო პროგრამები და პროფესიული კურსები უფასოა.
ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, დონორების და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გენდერულად მგრძნობიარე გარემოს შესაქმნელად და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ღონისძიება გაიმართა 2024 წლის ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში.