Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 სექ 2023

ერთი დღე სასამართლოში

სასამართლოში სტუმრობით მიღებულმა გამოცდილებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მოსწავლის პროფესიულ არჩევანზე. ადგილობრივ სასამართლოებში ვიზიტების საშუალებით ახალგაზრდები იღრმავებენ ცოდნას სასამართლო სისტემის შესახებ.

2023 წლის 26 სექტემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და საინფორმაციო სააგენტო ქუთაისის ფოსტის ორგანიზებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სკოლის მოსწავლეების ვიზიტი გაიმართა. ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ოცდახუთი მოსწავლე სასამართლოს ისტორიასა და მისი მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნო.

შეხვედრისას მოსამართლის თანაშემწე არჩილ გლუნჩაძე მოსწავლეებს სასამართლოს მნიშვნელობაზე ესაუბრა: „მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მახარებს ეს შეხვედრა. დღევანდელი დღის შემდეგ, შეიძლება ვინმეს გაგიჩნდეთ სურვული ამ სფეროში იპოვოთ თქვენი თავი“ - აღნიშნა არჩილ გლუნჩაძემ მოსწავლეებთან საუბრისას.  

ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სასამართლოში საქმის წარმოების წესებს და სასამართლოს შენობის ისტორიას. დაათვალიერეს როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო საქმეთა განხილვის სხდომათა დარბაზები. ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ მოერგოთ მოსამართლის, პროკურორის, მხარეების როლი, რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

„ძალიან საინტერესო იყო სააპელაციო სასამართლოს დათვალიერება, გაცნობა. ვიმედოვნებ, კიდევ განმეორდება ასეთი პროექტები, რომ მივიღოთ მონაწილეობა“ - განაცხადა საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ცირეკიძემ. ლიზა დოღონაძემ კი აღნიშნა: „ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ სასამართლოს შესახებ და მოხარული ვარ, რომ აქ მოვედი.“

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს მასწავლებლებმაც.  მათი თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშული აქტივობა არის საშუალება მოსწავლეებმა ნახონ როგორ ხორციელდება პრაქტიკაში ის, რასაც ისინი სკოლაში სწავლობენ, ასეთმა ვიზიტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ახალგაზრდების პროფესიულ არჩევანზეც. „სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ხშირად ვსაუბრობთ ხელისუფლების მესამე შტოს, სასამართლო ხელისუფლების შესახებ. დღეს მოსწავლეებმა ნახეს თუ როგორ ვლინდება პრაქტიკაში თეორიულად ნასწავლი მასალა“ - აღნიშნა მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო თევდორაძემ.  

ღონისძიება ქუთაისი პოსტის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით. ქუთაისი პოსტი იმერეთის რეგიონის სასამართლოებში კიდევ სამი ტურის მოწყობას გეგმავს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები